მამარდაშვილი, როგორც შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" - ესპანური მედია

AutoSharing Option
"ვალენსიამ" ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი გაშვებული გოლით დაცვითი სიძლიერე აღიდგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სამი თამაში მოიგო და ორი ფრედ დაასრულა, გუნდმა ცხრილში წინსვლა ვერ მოახერხა.

ზედიზედ მეხუთე ტურია, ხოსე ბორდალასის გაწვრთნილი გუნდი მეცხრე პოზიციას იკავებს. არადა, ამ დროს თხუთმეტიდან თერთმეტი ქულა მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სერია უფრო მეტ პოზიტიურ შეგრძნებებს ტოვებს, ვიდრე ნეგატიურს, ევროტურნირების საგზურს მაინც არ იძლევა.

ბოლო ხუთ შეხვედრაში საშუალოდ 0,20 გაშვებული გოლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა პერიოდში საშუალოდ 1,68 იყო, მშვენიერი შედეგია.

ანეკდოტურად
ჟღერს, რომ "მესტალიის" ბინადრების მიერ ბოლო ხუთ თამაშში მიღებული ერთადერთი გოლი უგო გილამონის მიერ გრანადაში სტუმრობისას გატანილი ავტოგოლია.

"ვალენსიას" დაცვითი შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც თებერვალში დაბრუნდა და მართალია, პირველ თამაშებში არ ბრწყინავდა, ახლა კარს "მშრალად" ინახავს. ამ პერიოდში "ღამურების" მიერ გაშვებული ერთადერთი გოლი მაშინ გავიდა, როცა კარს ხაუმე დომენეკი იცავდა.

დაცვაში გაბრიელ პაულისტას დაბრუნებამ ასევე შეუწყო ხელი გუნდის უკანა ხაზში უფრო მყარად ყოფნას.

"ვალენსიას" შეუძლია მე-6 პოზიციაზე იფიქროს, თუმცა მომავალ წელს ევროტურნირებზე ასპარეზობას თასის ფინალში გამარჯვებითაც მოახერხებენ - 23 აპრილს "ბეტისის" წინააღმდეგ.

მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით

altგაფრინდა და ნეგრედოს არ გაატანინა - მამარდაშვილის ზედიზედ მეექვსე მშრალი მატჩი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ ქმნით ამ აჟიოტაჟს მამარდას, ჩაკვეს და ხვიჩას გარშემო. ევროპელ ჟურნალისტებს ძალიან უყვართ ცაში უაზროდ აყვანა(ქართველებივით) და 1-2 ცუდი თამაშის მერე გადაუვლიან ხოლმე, განსაკუთრებით ესპანელები და იტალიელები მყავს მხედველობაში. პატარა ბიჭები არიან, დარწმუნებული ვარ თქვენ სტატიებსაც კითხულობენ, მერე ორმაგად შეიძლება იმოქმედოს ნებისმიერი წარუმატებლობა. გამგები გაიგებს იმედია, მთავარია რაც შეიძლება მეტმა ქართველმა იტამაშოს ევროპაში!
ირაკლი
16:52 04-04-2022
3
ხვიჩა და ჩაკვე არ ვიცი მარა ეს ბიჭი უკვე მაგარია და დასტაბილურდა, ეგ არის ჩვენი იაშინი:) შავი ობობა. რუსეთუმეობაში ნუ ჩამომართმევთ. ანუ მსოფლიოში გაუვალი მეკარე. ასე იყო იაშინი
მამუკა
20:51 04-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული