"ანორთოსისთან" კვიპროსის ჩემპიონატის წაგებულ მატჩში (1:4) "აპოელის" თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
kerkida-ს ცნობით, ქვილითაიას ფეხი სერიოზულად აქვს დაზიანებული და მინიმუმ ერთი თვე უქმობა მოუწევს, რაც მისი გუნდისთვის მძიმე დანაკლისია.
ქვილითაიამ ამ სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, ტრავმის გამო ვერ თამაშობს "აპოელის" ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი.