მამარდაშვილმა სილესენს საბოლოოდ აჯობა - "დებატები დასრულებულია"

AutoSharing Option
ხოსე ბორდალასმა "კადისის" წინააღმდეგ საუკეთესო თერთმეტეული შეარჩია. ამრიგად, მწვრთნელმა ერთი ამოცანა უკვე გადაჭრა - გიორგი მამარდაშვილი კვლავ "ვალენსიას" სასტარტო მეკარე იყო. "კოპა დელ რეის" ფინალამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე ქართველმა კიპერმა კიდევ ერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მწვრთნელის ნდობა სრულად გაამართლა. ამ თემაზე დებატები დასრულებულია და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფინალამდე ასეც დარჩება.

მამარდაშვილის სასტარტოში თამაშს ახლა უფრო მეტი ფასი ჰქონდა, რადგან სილესენი უკვე მომჯობინდა. პირველად, როცა ხელმისაწვდომი სამივე მეკარე ჰყავდა, ბორდალასმა გიორგი აირჩია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

სეზონის დასაწყისში ამას რთულად თუ წარმოვიდგენდით, რომ სარეზერვო გუნდის მეკარე პირველი გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდებოდა.

"ღამურების" თავკაცს სამი დინამიკური მეკარე ჰყავს, რომელთაც ფინალში თამაში შეუძლიათ. "კოპა დელ რეის" გადამწყვეტ დაპირისპირებამდე (23 აპრილი) სულ სამი თამაშია დარჩენილი და დროა დაველოდოთ, გადაწყდება თუ არა მამარდაშვილის მთავარი მეკარის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

მომზადებულია Eldesmarque-ის მიხედვით

altმამარდაშვილი, როგორც შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" - ესპანური მედია

altგაფრინდა და ნეგრედოს არ გაატანინა - მამარდაშვილის ზედიზედ მეექვსე მშრალი მატჩი [VIDEO]

altმატჩის დღე! უმნიშვნელოვანესი მომენტი მამარდაშვილისთვის - ვინც დღეს, ის ფინალში?

altმამარდაშვილი VS სილესენი - plazadeportiva მეკარეებს ფინალის წინ ადარებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
სილესენი ძალიან მაღალი კლასის მეკარეა. სანამ ვალენსიაშია და ჯანმრთელი,არასოდეს იქნება,მეკარის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი.ეს პირველ რიგში გიორგისათვის არის სასარგებლო,რადგან ასეთ მეკარესთან კონკურენცია აიძულებს,მუდამ უფრო მეტის მისაღწევად იშრომოს და კლასი კიდევ უფრო აიმაღლოს.ვალენსიასთვის კი ბედნიერებაა ორი ასეთი კლასის მეკარის გუნდში ყოფნა.აი მესამე მეკარედ დომენეკის ყოფნა კი,უკვე თავსატეხია,რადგან ისიც კარგი მეკარეა,გუნდის ვიცე კაპიტანი და სადღაც ხომ უნდა ათამაშონ.
სოსო
15:23 05-04-2022
0
სილესენის ხელფასი ვნახე გუგლში, 89 ათასი კვირაში, ანუ 4,6 მლნ წელიწადში. არ მგონია აწყობდეს გუნდს ასეთი ძვირი მეკარის შენარჩუნება, რომელსაც 1 წელში კონტრაქტის ვადა ეწურება. გაგრძელებას აზრი არ ექნება. სულ ტრამვიანოვს. ამიტომ თუ რაიმეს უნდათ გამორჩნენ და მომავალ სეზონში ხელფასიც დაზოგონ, ამ ზაფხულს უნდა გაყიდონ. ერთი ისაა, ვინ წაიყვანს ამხელა ხელფასიან მეკარეს. ნაკლებს თავად არ დათანხმდება ალბათ. დარჩება ბეილივით გუნდში
გაყიდონ სილესენი
18:35 05-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული