სილესენის დაბრუნების შემდეგ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება? - plazadeportiva

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ დონეზე დაბრუნდა. მისი შედეგები მშვენიერია - მხოლოდ შვიდი გაშვებული გოლი 10 მატჩში და ზედიზედ ხუთი შეხვედრა გოლგაუშვებლად.

მაჩვენებლები უმჯობესდება, რაც მას მეტ შანსს აძლევს, ეს კი ქართველი კიპერის სიძლიერეს ადასტურებს. ის კონკრეტულ მონაცემებში კლუბის ისტორიაში მეორე მეკარეა - 14 გაშვებული გოლით 16 მატჩში, რაც ნიშნავს საშუალოდ 0,88 მიღებულ გოლს თამაშში, რითაც თანაბარია ანდრეს პალოპთან და ცოტათი აღემატება სანტიაგო კანისარესს (0,90 გოლი მატჩში).

თუმცა იასპერ სილესენის დაბრუნების შემდეგ ყოველთვის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება თუ ნიდერლანდელთან
კონკურენციას წააგებს?

როცა მამარდაშვილმა სასტარტოში ადგილი დაკარგა, ბორდალასი მენტალურ ასპექტზე მიუთითებდა: "გიორგიმ კარგად ითამაშა. მან თავიდანვე მოლოდინს გადააჭარბა და დიდი მომავალი აქვს. მივიჩნიეთ, რომ ცვლილებების დრო იყო. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მწვრთნელები ვიღებთ".

"ღამურების" თავკაცმა ახლა არ თქვა, თასის ფინალში (23 აპრილს "ბეტისთან") სასტარტოში ვის მოიაზრებს: "ჯერ ადრეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ აწმყოზე. კმაყოფილი ვართ მეკარეებით, ყველანი კარგად არიან. გიორგი მშვენივრად მუშაობს."

ქართველი მეკარე თითქოს უფრო მომწიფდა. ეს არის შესანიშნავი საწყისი წერტილი, რომ უახლოს მომავალში ითამაშოს - განსაკუთრებით, ფინალში და კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობდეს.

მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით

altრა შეცვალა მამარდაშვილის ბრწყინვალე ფორმამ? - "კალმის ერთი მოსმით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა"

altმამარდაშვილი, როგორც შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" - ესპანური მედია

altგაფრინდა და ნეგრედოს არ გაატანინა - მამარდაშვილის ზედიზედ მეექვსე მშრალი მატჩი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
ბევრი მიდებ-მოდება არ უნდა ამას, ითამებს დამაჯერებლად, შესაბამისად სილესენი კი არა, ვერავინ ვერ შეეცილება ადგილს.
0
სილესენი მაქსიმუმ მომავალი სეზონის ბოლოს წავა, კონტრაქტი რომ ამოეწურება. მაღალი ხელფასი აქვს და არ გაუგრძელებენ კონტრაქტს ვფიქრობ. ამ სეზონში უკვე მუწია მამარდას მოულოდნელად ბევრი მატჩის ჩატარება და დაამტკიცა უმაღლესი კლასი. სილესენს კი აქვს გამოცდილება, მაგრამ გიორგის ერთი დიდი უპირატესობა აქვს: სიმაღლე. სილესენია 185-ია, გიორგი 199 სმ. სილესენი შეიძლება ფეზით უკეთესია მაგრამ რეაქციაში და მაღალ ბურთებზე ნაღდად არ ჯობია გიორგის. არაუშავს თუ ერთი წელიც იქნებიან კონკურენციაში. სილესენის ტრამვიანობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ მაინც საკმარისი რაოდენობის მატჩებს გამართვს გიორგი.

პ.ს. სილესენის სტატისტიკას ჩავხედე ვიკიპედიაზე და ტიპს მთელ კარიერაში ჯამურად 193 თამაში აქვს სულ ჩატარებული. 193! გესმით ეს რა ცოტაა 32 წლის მეკარისთვის? სულ 4 სეზონი აქვს კარიერაში სრულად ნათამაშები უმაღლეს დონეზე, სეზონში 30 მატჩზე მეტი რომ ითამაშა: აქედან 1 ბრედაში, 3 აიაქსში. დანარჩენ სეზონებეში 3-4-5 მატჩი აქვს ჩატარებული აიაქსშიც, ბრედაშიც და ბარსაში საერთოდ სკამზე იჯდა. ამის შემდეგ 2019 წელს გადმოდის ვალენსიაში. პირველ სეზონში თამაშობს 24 თამაშს, შემდეგში 10 და წლევანდელ სეზონში 15. მგონი ეს სტატისტიკა ცალსახად მოწმობა რომ მის ძალიან დიდ გამოცდილებაზე საუბარი ცოტა გადაჭარბებულია. 200 მატჩიც კი არ აქვს მთელ კარიერაში 32 წლის მეკარეს ჩატარებული. 24 აპრილს 33 წლის ხდება. ასე რომ ტყუილად ვაშინებთ გიორგის სილესენის გამოცდილებით. სილესენია და არა ნოიერი ან ვან დერ სარი.
1 წელიც მაქსიმუმ კონკურენცია
17:05 07-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული