სილესენის დაბრუნების შემდეგ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება? - plazadeportiva

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ დონეზე დაბრუნდა. მისი შედეგები მშვენიერია - მხოლოდ შვიდი გაშვებული გოლი 10 მატჩში და ზედიზედ ხუთი შეხვედრა გოლგაუშვებლად.

მაჩვენებლები უმჯობესდება, რაც მას მეტ შანსს აძლევს, ეს კი ქართველი კიპერის სიძლიერეს ადასტურებს. ის კონკრეტულ მონაცემებში კლუბის ისტორიაში მეორე მეკარეა - 14 გაშვებული გოლით 16 მატჩში, რაც ნიშნავს საშუალოდ 0,88 მიღებულ გოლს თამაშში, რითაც თანაბარია ანდრეს პალოპთან და ცოტათი აღემატება სანტიაგო კანისარესს (0,90 გოლი მატჩში).

თუმცა იასპერ სილესენის დაბრუნების შემდეგ ყოველთვის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება თუ ნიდერლანდელთან
კონკურენციას წააგებს?

როცა მამარდაშვილმა სასტარტოში ადგილი დაკარგა, ბორდალასი მენტალურ ასპექტზე მიუთითებდა: "გიორგიმ კარგად ითამაშა. მან თავიდანვე მოლოდინს გადააჭარბა და დიდი მომავალი აქვს. მივიჩნიეთ, რომ ცვლილებების დრო იყო. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მწვრთნელები ვიღებთ".

"ღამურების" თავკაცმა ახლა არ თქვა, თასის ფინალში (23 აპრილს "ბეტისთან") სასტარტოში ვის მოიაზრებს: "ჯერ ადრეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ აწმყოზე. კმაყოფილი ვართ მეკარეებით, ყველანი კარგად არიან. გიორგი მშვენივრად მუშაობს."

ქართველი მეკარე თითქოს უფრო მომწიფდა. ეს არის შესანიშნავი საწყისი წერტილი, რომ უახლოს მომავალში ითამაშოს - განსაკუთრებით, ფინალში და კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობდეს.

მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით

altრა შეცვალა მამარდაშვილის ბრწყინვალე ფორმამ? - "კალმის ერთი მოსმით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა"

altმამარდაშვილი, როგორც შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" - ესპანური მედია

altგაფრინდა და ნეგრედოს არ გაატანინა - მამარდაშვილის ზედიზედ მეექვსე მშრალი მატჩი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
მამარდას პროგრესი აშკარაა და სასიხარულოა. უფრო თავდაჯერებული გახდა ვალენსიაშიც და ნაკრებშიც აშკარად ეტყობოდა მყარად გრძნობდა თავს. ახლა უკვე დრო მასზე მუშაობს, რაც უფრო მეტი თამაში მოუწევს მით უფრო მიიღებს გამოცდილებას და სათამაშო კლას აიმაღლებს. იმედია ფინალში ვიხილავთ და თასაც აღმართავს. წარმატება მამარდას.
G.LA
14:20 07-04-2022
0
დარწმუნებული ვარ ეს მაქსიმუმი არ არის თუ ყველაფერი კარგად აეწყობა უფრო გაძლიერდება და საუკეთესო იქნება
ალეკსანდრე
14:54 07-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული