ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შეუერთდება.
Corriere dello Sport-ის თანახმად, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
ნეაპოლელები მზად არიან ქართველის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამასთან ერთად, გეტყვით იმასაც, რომ მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ხელმოწერაღაა დარჩენილი.
შეგახსენებთ, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია "ნაპოლისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს და წლიურად ხელფასის სახით 1.1 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
"ზენიტის" ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებული არაა, რომ კვარაცხელია "ნაპოლიში" გაამართლებს