"487 მიზეზია, რომ 20 მილიონი ძალიან დაბალი ფასია" - eldesmarque-ი "მამარდაზე" წერს

AutoSharing Option
ესპანური eldesmarque-ი გიორგი მამარდაშვილზე წერს:

"ამ სეზონში "ვალენსიამ" კოპა დელ რეის ფინალამდე მიაღწია. ლა ლიგაში ნაკლებად წარმატებული სეზონი მაინც გამუდმებული ტრავმიანობის ბრალია, რის გამოც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს, ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელების ჩანაცვლება სხვა, ნაკლებად ცნობილი სპორტსმენებით მოუწია. "ღამურებს" მოედანზე ისეთი "ვარსკვლავები" სჭირდება, როგორებიც არიან სოლერი, გაია, გაბრიელი ან თუნდაც გონსალო გუედეში, რათა გუნდი კონკურენტუნარიანი გახდეს.

ეს ჩამონათვალი საკმარისი არაა. თითქოსდა სეზონის სტარტზე მეკარის პოზიცია დაზუსტებული იყო, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა მოლოდინს ალბათ ყველაზე მეტად გადააჭარბა. ქართველმა მეკარემ სეზონის სტარტზე ახალი
გუნდის მაისური მოირგო და ვალენსიური კლუბის კარი დაიცვა, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბს და არამხოლოდ სამწვრთნელოს აჩვენა, თუ რა დონეზე შეუძლია ასპარეზობა. დღესდღეობით, მამარდაშვილს 487 წუთია საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია, რაც დამეთანხმებით, დიდი დროა.

2021 წლის დეკემბერში გიორგიმ "ვალენსიასთან" ხელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერა, რის შემდეგაც გუნდში 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ამასთან ერთად, ხელმძღვანელობამ კონტრაქტში პუნქტი შეიტანა, რომ უფლება ექნებათ, ფეხბურთელი "მესტალიაზე" კიდევ ერთი წლით დაიტოვონ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კონტრაქტის გაწყვეტისთვის დათქმული 20 მილიონი ევრო 2024/25 წლების სეზონისთვის 30-მდე გაიზრდება.

მაგრამ "ვალენსიას" ქართველი მეკარის წარმატებული ასპარეზობა ამ ხელშეკრულების მართებულობაში ეჭვს ბადებს. მაგალითად, ხაუმე "ღამურების" მესამე მეკარეა და 50 მილიონი ევროა მითითებული.

შეგახსენებთ, ლა ლიგის ბოლო ტურში "მამარდამ" 39-ე წუთზე ნეგრედოს ბრწყინვალე ნახტომით ურთულესი ბურთი აუღო. ის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

როგორც უკვე გითხარით, გიორგის გოლი 487 წუთია არ გაუშვია, ლა ლიგაში კი 15 გამართული მატჩიდან 8-ში კარი მშრალად დაიცვა. დიდი ალბათობით, "ვალენსიას" ხელმძღვანელობა დაწერილ 20 მილიონს საგრძნობლად გაზრდის" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 30 ტურის შემდეგ "ღამურები" 41 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 11 აპრილს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
უნდა დავწერო!! გენაცვალე ჯიგარში, ქართველი ოქრო კაცია!! ბევრს მიაღწევს!! ახლაც ზღაპარი მგონია ესპანურ პრიმერას რომ ვუყურებ, ვალენსიას კარში ქართველი მეკარე დგას!! ამაყი და ბედნიერი ვარ!! საქართველოს ისტორიაში ასეთ დიდ გუნდში არასდროს უთამაშია ქართველ მეკარეს!! ღმერთი შენსკენ მამარდ!!
ირაკლი
17:40 07-04-2022
1
ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს.საამაყოა რომ, ქართველი ბიჭი ამ ასაკში ვალენსიას ძირითადი გოლკიპერია.თან ჯერ კიდევ 21 წლისაა და ჩავთვალოთ რომ,ნაკრებს უახლოესი 12-15 წელი მეკარის პოზიციაზე პრობლემა პრაქტიკულად არ ექნება.
თომა
20:24 07-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული