eldesmarque-ი შეხვედრის შესახებ წერს:
"ვალენსიას" მე-7 ადგილამდე, რაც კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა, 4 ქულა აშორებს. მთავარ მწვრთნელ ბორდალასს უახლოეს ტურში გამარჯვება ძალიან სჭირდება, ამავდროულად კი, 2 კვირაში თასის ფინალია და ზედმეტი რისკიც არ ღირს - ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე მზად არ არიან, დაისვენებენ.
"რაიოსთან" "ღამურები", სავარაუდოდ, ისევ 5-3-2 ტაქტიკით ითამაშებს. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მეკარის ირგვლივაა - სილესენის დაბრუნების მიუხედავად, სავარაუდოდ, კარს ისევ
21 წლის ქართველი მეკარე მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია - "ვალენსიას" რიგებში ზედიზედ 5 ტურია, არ გაუშვია და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ალბანეთთანაც (0:0) "მშრალი" შეხვედრა ჰქონდა. "მამარდაზე" ესპანური მედია ყოველდღიურად წერს.
"487 მიზეზია, რომ 20 მილიონი ძალიან დაბალი ფასია" - eldesmarque-ი "მამარდაზე" წერს
მამარდაშვილი, როგორც შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" - ესპანური მედია