მატჩის წინ - მამარდაშვილი თუ სილესენი? - "ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი"

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ლა ლიგის" 31-ე ტურს დახურავს - ორშაბათს, 11 აპრილს (23:00 სთ), "რაიო ვალეკანოს" ესტუმრება.

eldesmarque-ი შეხვედრის შესახებ წერს:

"ვალენსიას" მე-7 ადგილამდე, რაც კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა, 4 ქულა აშორებს. მთავარ მწვრთნელ ბორდალასს უახლოეს ტურში გამარჯვება ძალიან სჭირდება, ამავდროულად კი, 2 კვირაში თასის ფინალია და ზედმეტი რისკიც არ ღირს - ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე მზად არ არიან, დაისვენებენ.

Sportall.Ge

"რაიოსთან" "ღამურები", სავარაუდოდ, ისევ 5-3-2 ტაქტიკით ითამაშებს. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მეკარის ირგვლივაა - სილესენის დაბრუნების მიუხედავად, სავარაუდოდ, კარს ისევ
მამარდაშვილი დაიცავს."

21 წლის ქართველი მეკარე მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია - "ვალენსიას" რიგებში ზედიზედ 5 ტურია, არ გაუშვია და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ალბანეთთანაც (0:0) "მშრალი" შეხვედრა ჰქონდა. "მამარდაზე" ესპანური მედია ყოველდღიურად წერს.

alt"487 მიზეზია, რომ 20 მილიონი ძალიან დაბალი ფასია" - eldesmarque-ი "მამარდაზე" წერს

altსილესენის დაბრუნების შემდეგ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება? - plazadeportiva

altმამარდაშვილი, როგორც შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" - ესპანური მედია

მკითხველის კომენტარები / 5 /
არანაირი კითხვისნიშანი. მამარდა სასტარტოში იქნება.
0
5 ტურია ბურთი არ გაუშვიაო, აბა მეტი რა გინდათ, ეხლა ქადებს ვერ დაგიცხობთ რაც იცის იცის!!!!
ლიმონა!
16:40 08-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული