მამარდაშვილი შეიძლება "ვალენსიაში" მთავარი კონკურენტის გარეშე დარჩეს

AutoSharing Option
ესპანური Larazon-ი იტყობინება, რომ ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენმა შეიძლება მალე "ვალენსია" დატოვოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სილესენს "ღამურებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, პსვ ეპატიჟება და მისი გაყიდვა ესპანური გუნდისთვის კარგი ვარიანტია.

სილესენი ტრავმებისადმია მიდრეკილი, ვიდრე უქმობდა, გიორგი მამარდაშვილმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ნიდერლანდელთან დამშვიდობება კლუბისთვის პრობლემა არ იქნება.

ეინდჰოვენური კლუბი სილესენის გარდა აგრეთვე "ნორვიჩის" გოლკიპერ ტიმ კრულის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც ინგლისური კლუბი, ალბათ, არ დაიტოვებს.

პსვ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს სილესენს, თუ "ვალენსია" ტრანსფერში ძალიან დიდ თანხას არ
მოითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არც ის კარგია!არც თვითონ გიორგი მალავს,რომ სილესენმა ბევრი რამე ასწავლა.გამოცდილება დიდი ძალაა და თანაც როცა კონკურენცია ამ დონის მეკარეთან გაქვს და იმასაც ხედავ, როგორ ვარჯიშობს ის.ამ დროს,გაცილებით უფრო მოტივირებული ივარჯიშებ,მეტს ისწავლი.ხანგრძლივ დროზე გათვლაში,სილესენის წასვლა,გიოს ნამდვილად არ აწყობს.აი ვალენსიას კი,კარგა ბლომად სახელფასო ფონდი გაუთავისუფლდება და ალბათ გაყიდის.
სოსო
11:00 10-04-2022
1
კარგი კი არის ართი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ მუდმივი კონკურენცია უფრო მობილიზებულ და განვითარებისკენ სწრაფვას ხელს უწყობს
ალეკსანდრე
09:15 10-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული