მამარდაშვილი შეიძლება "ვალენსიაში" მთავარი კონკურენტის გარეშე დარჩეს

AutoSharing Option
ესპანური Larazon-ი იტყობინება, რომ ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენმა შეიძლება მალე "ვალენსია" დატოვოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სილესენს "ღამურებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, პსვ ეპატიჟება და მისი გაყიდვა ესპანური გუნდისთვის კარგი ვარიანტია.

სილესენი ტრავმებისადმია მიდრეკილი, ვიდრე უქმობდა, გიორგი მამარდაშვილმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ნიდერლანდელთან დამშვიდობება კლუბისთვის პრობლემა არ იქნება.

ეინდჰოვენური კლუბი სილესენის გარდა აგრეთვე "ნორვიჩის" გოლკიპერ ტიმ კრულის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც ინგლისური კლუბი, ალბათ, არ დაიტოვებს.

პსვ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს სილესენს, თუ "ვალენსია" ტრანსფერში ძალიან დიდ თანხას არ
მოითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან კაი
giorgi
21:27 09-04-2022
0
კარგი კი არის ართი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ მუდმივი კონკურენცია უფრო მობილიზებულ და განვითარებისკენ სწრაფვას ხელს უწყობს
ალეკსანდრე
09:15 10-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული