ესპანური Larazon-ი იტყობინება, რომ ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენმა შეიძლება მალე "ვალენსია" დატოვოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სილესენს "ღამურებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, პსვ ეპატიჟება და მისი გაყიდვა ესპანური გუნდისთვის კარგი ვარიანტია.
სილესენი ტრავმებისადმია მიდრეკილი, ვიდრე უქმობდა, გიორგი მამარდაშვილმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ნიდერლანდელთან დამშვიდობება კლუბისთვის პრობლემა არ იქნება.
ეინდჰოვენური კლუბი სილესენის გარდა აგრეთვე "ნორვიჩის" გოლკიპერ ტიმ კრულის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც ინგლისური კლუბი, ალბათ, არ დაიტოვებს.
პსვ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს სილესენს, თუ "ვალენსია" ტრანსფერში ძალიან დიდ თანხას არ
მოითხოვს.