მატჩის დღე! მამარდაშვილი მე-7 "მშრალი" მატჩისთვის

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ესპანეთის ჩემპიონატისკენ იქნება მიმართული, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "რაიო ვალეკანოს" ესტუმრება. იასპერ სილესენის გამოჯანმრთელების მიუხედავად, ქართველ მეკარეს სასტარტოში ველით.

"მამარდას" მართლაც ბრწყინვალე სერია აქვს - ნაკრებში ჩატარებული (ალბანეთთან 0:0) შეხვედრის ჩათვლით, უკვე 6 მატჩია, საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. "ღამურებს" 23 აპრილს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის - თასის ფინალი "ბეტისთან", მანამდე კი "ლა ლიგაში" 3 ტური ჩატარდება. ბორდალასს ქართველი მეკარისადმი ნდობა აქვს და ის სილესენის გამოცდილებამ ვერ უნდა გადაწონოს.

დღევანდელი დაპირისპირება მადრიდში, თბილისის დროით 23:00
საათზე დაიწყება და მას საკმაოდ მკაცრი არბიტრი, რიკარდო ბურგოს ბენგოექსტეა განსჯის. "ვალენსია" 41 ქულით მე-9 ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლას ცდილობს.

altმატჩის წინ - მამარდაშვილი თუ სილესენი? - "ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი"

altსილესენის დაბრუნების შემდეგ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება? - plazadeportiva

altრა შეცვალა მამარდაშვილის ბრწყინვალე ფორმამ? - "კალმის ერთი მოსმით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა"

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი არხი აჩვენებს?!
ალიკა
18:42 11-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული