მამარდაშვილის მორიგი კარგი მატჩი და ხელიდან გაშვებული გამარჯვება მადრიდში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა - 1:1.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ ექვსი მშრალი შეხვედრის შემდეგ გოლი გაუშვა, თუმცა მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

პირველ ტაიმში საშუალო ტემპი იყო, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, გუნდები უხიფათოდ უტევდნენ. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც 27-ე წუთზე პალასონის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა. „ვალენსიამ“ კი პირველივე შანსი გამოიყენა - 57-ე წუთზე სოლერის დარტყმული ბურთი რიკოშეტით მადრიდელთა
კარში გავიდა. ეს პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მისი მეათე გოლია. 75-ე წუთზე პალასონმა ისევ დაარტყა და გიორგიმ ლამაზ ნახტომში არ დაანება გატანა. 82-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რაჩიჩმა კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და მალე გვარდიოლამ ანგარიში გაათანაბრა. მამარდაშვილი ამ მომენტში უშანსოდ გახლდათ. ბოლოს მადრიდელები შტურმზე გადავიდნენ და ქართველმა გოლკიპერმა პალასონსა და ნტეკას არ გაატანინა, რაც კინაღამ ტრავმის ფასად დაუჯდა.

„ვალენსია“ 42 ქულით მე-9 ადგილზეა და 16 აპრილს „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“. 9 302 მაყურებელი
რაიო ვალეკანო - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 სოლერი (57), 1:1 გვარდიოლა (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მამარდამ მაგრად ითაშა, გაშვებული გოლი 1 პროცენტითაც კი არ იყო მისი ბრალი. მართლა მაგარი ბურთები აიღო.
0
მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. ესპანელი ჟურნალისტები და გულშემატკივრები მისი თამაშით აღფრთოვანებულები არიან. გაშვებულ გოლში დაცვა არის დამნაშავე, მაგრამ გიორგი ცოტა მარცხნივ რომ მდგარიყო, სასწაული სეივის შანსი ექნებოდა.
ქ. გ.
08:47 12-04-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული