Marca: რომ არა გასაოცარი მამარდაშვილი, "ვალენსიას" დაუმარცხებელი სერია დასრულდებოდა

AutoSharing Option
ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად "რაიო ვალეკანოსთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) უკლებლივ ყველა წამყვანმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კარგ თამაშს გაუსვა ხაზი.

"მუნდო დეპორტივომ" სამი ვარსკვლავით ისი პალასონისა (რაიო ვალეკანო) და მამარდაშვილის თამაში შეაფასა, ხოლო "მარკამ" - მხოლოდ ქართველის. ის განსაკუთრებით "მარკამ" შეაქო:

"ასე რომ, ევროპა ლიგაზე პრიმერადან "ვალენსიას" გასვლა შეუძლებელი გახდა და ამისათვის თასი დარჩა. თუ ფინალში დამარცხდა, კიდევ ერთი წელი მოუწევს ევროტურნირების გარეშე ყოფნა. დღეს გუნდმა მაქსიმუმს მიაღწია. ვერაფერი თამაში ვერ აჩვენა, მაინც დაწინაურდა და
როგორც სჩვევია, ტემპის დაგდება და ანგარიშის შენარჩუნება სცადა. ის-ის იყო, მწვრთნელი ირაოლა გვარდიოლას შეცვლას აპირებდა, რომ მან ანგარიში გაათანაბრა. მამარდაშვილი ნაპერწკლის გარეშე მყოფი "ვალენსიადან" საუკეთესო გახლდათ. რომ არა ქართველი, მისი გუნდის დაუმარცხებელი ხანგრძლივი სერია დასრულდებოდა.

ორშაბათ საღამოს "ვალეკასზე" თამაშის გამოსაცოცხლებლად კიდევ რაღაც იყო საჭირო. პირველი ტაიმის ყურება გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ვერ გამოდგა - შეხვედრის გაუთავებელი შეჩერებები, კამათი, რამაც შოუ გროტესკული გახადა. ყველაზე მიმზიდველი საჯარიმოს გარედან ორი დარტყმა და მამარდაშვილის გასაოცარი რეაქცია იყო. ამის შემდეგ - სიცარიელე".

As-ი აღნიშნავს, რომ მატჩის MVP უდავოდ მამარდაშვილი იყო, რომელმაც პალასონს გოლი არ გაატანინა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგარი ბიჭი გვეზრდება, გუშინაც მაგრად ვისიამოვნე ამის სეივებით (ის დარტყმა აუღებელი იყო). ამან ასე თუ გააგრძელა, არც გრანდში გადასვლა არაა გამორიცხული
სიმართლე
09:43 12-04-2022
1
ყოჩაღ მამარდას მართლაც კარგად ითამაშა. კარგი დარტყმებიც მოიგერია, პირისპირ რომ გავიდა ძალიან დროულად წაიკითხა და ჩაუხტა. ასე თუ გააგრძელა ჩვენ მართლა ძალიან მაგარი მეკარე გვეყოლება. წარამტება გიორგის.
G.LA
09:47 12-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული