კიევის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი და სსრკ-ის ნაკრების ექსმწვრთნელი ანატოლი ბიშოვეცი თვლის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ადაპტაცია გაუჭირდება.
"რაც შეეხება კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლას, მისთვის იტალიაში თამაში ძალიან რთული იქნება: ადაპტაციისა და მთელი იმ სიხისტის გამო, რომელიც იქ არის. ადაპტაცია მისთვის ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ ამას მირანჩუკის მიხედვით ვხედავთ", - განუცხადა ბიშოვეცმა "ჩემპიონატს".