ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ამ ამბავმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრი კრიტიკული წერილი დაიწერა და ცინიკური კომენტარიც გამოქვეყნდა. თუმცა, სხვისი რა გაგვკვირვებია, როდესაც არც ზოგიერთი ქართველი არ უსურვებს ხვიჩას წარმატებას. მომავალ ტრანსფერს სტატია championat.com-მა (ავტორი დმიტრი ზიმინი) მიუძღვნა:
ხვიჩა - ინსინიეს შემცვლელი? სასაცილოა! ქართველი "ნაპოლიში" გადავა, მაგრამ პატივისცემის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო
"როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელია მომავალ კლუბთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. ორიოდ თვეში მოთამაშე საყვარელ საქართველოში თავს ფორმაში
რეაქცია ტრანსფერზე
საინტერესოა სრაფ ტრანსფერზე სიახლე როგორ აღიქვეს თავად იტალიაში. პრინციპში, საერთო გზავნილი "ზენიტის" ყოფილმა თანამშრომელმა ორესტე ჩიკვინიმ გამოაგზვნა - ახლა ის რუსეთის ბაზარზე მთავარი სპიკერია:
"კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, რომელმაც შესანიშნავი შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით "რუბინში" პირველ სეზონში, მაგრამ მე ეჭვები გამაჩნია. მისი გამოცდა ჩვენს ლიგაშია საჭირო. დიახ, ფიზიკურად ინსინიეს ასლია, მარჯვნივ მოთამაშე ცაციაა. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ იტალიის დონე რუსულისგან განსხვავებულია და აქ უთუოდ გაუჭირდება".
და იცით, რომელია ყველაზე პოპულარული კომენტარი კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის აქტუალურ სიახლეებში? არა ყველაზე პოზიტიური. "ვიღაც სერიოზულად მიიჩნევს, რომ ბიჭი სუსტი რუსეთიდან, სეზონში ორი გოლით, შეძლებს ინსინიეს შეცვლას? ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა!", - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ის იქვე დაამშვიდეს: "ხვიჩა პირველი ოფცია არ იქნება. ლოსანო და ელმასი მარცხნივ ითამაშებენ, ხოლო ხვიჩას დააკვირდებიან. ის ახალგაზრდაა და თეორიულად შეუძლია იტალიაში გაიხსნას".
გადასვლის დეტალები
პორტალი Seria24.it-ი ზოგიერთ ნიუანსს გვიმხელს: იტალიური მხარისგან ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო გახდა. ის აწარმოებდა ქართველი მოთამაშის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას, თვითონ ესაუბრა კვარაცხელიას და დაარწმუნა, რომ მისთვის საუკეთესო "ნაპოლიში" გადასვლა იქნებოდა. პლუს - ბათუმის "დინამოსთვის" იტალიურ კლუბთნ ურთიერთობა კომფორტული იყო, რაც ასევე მისთვის პლუსია. ახლა ხვიჩას ეჭვიც არ ეპარება არჩევანში და საკუთარ თავს მხოლოდ მარადონას სტადიონზე ხედავს.
ზოგიერთი მედიასაშულება კვარაცხელიას თამაშის კოლაჟების ნახვის შემდეგ, დრიბლინგის, სისწრაფისა და თავის გამოჩენის სურვილის გამო უკვე ადარებს მას დიად მარადონას. თუმცა, საკვანძოს ელიან - ინსინიეს ალტერნატივას. იტალიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "ტორონტოში" მიდის, ხვიჩაში კი, სავარაუდოდ, სოლიდურ ფულს იხდიან - არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია 8 მილიონ ევროზე. თუმცა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ფასი სამჯერ მეტი გახლდათ. უცნობია ვინ მიიღებს ამ თანხას და გამოიმუშავებს თუ არა რამეს "რუბინი". ასეა თუ ისე, თავად ხვიჩას იმის დამტკიცება მოუწევს, რომ ასეთი თანხა ტყუილად არ გადაიხადეს. მომთხოვნი იტალიელი გულშემატკივრები კი მისგან კერპს ძალიან მალე ნამდვილად არ შექმნიან".
საიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ
ამოწურეს მამაევზე და ძიუბაზე ყველა თემა..)))
კიმ ჩენინივით პუტინის ბებიას დაბადების დღეს აღნიშნავენ მომდევნო ახალი წლის ნაცვლად ჯობს მაგაზე იმსჯელონ))