"ხვიჩა - ინსინიეს შემცვლელი მაფიოზურ ნეაპოლში? სასაცილოა!" - რუსული მედია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ამ ამბავმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრი კრიტიკული წერილი დაიწერა და ცინიკური კომენტარიც გამოქვეყნდა. თუმცა, სხვისი რა გაგვკვირვებია, როდესაც არც ზოგიერთი ქართველი არ უსურვებს ხვიჩას წარმატებას. მომავალ ტრანსფერს სტატია championat.com-მა (ავტორი დმიტრი ზიმინი) მიუძღვნა:

ხვიჩა - ინსინიეს შემცვლელი? სასაცილოა! ქართველი "ნაპოლიში" გადავა, მაგრამ პატივისცემის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო

ჯერჯერობით ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი სკეპტიციზმია

"როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელია მომავალ კლუბთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. ორიოდ თვეში მოთამაშე საყვარელ საქართველოში თავს ფორმაში
მოიყვანს, შემდეგ კი "ნაპოლიში" ელიან. ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ნახევარმცველმა ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და მედშემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა. ოფიციალურად ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება, როცა იტალიაში ახალწვეულების განაცხადში შეყვანის ნებას დართავენ. თუ "რუბინიდან" მის უცნაურ წასვლას გავითვალისწინებთ, არჩევანი სიმბოლურია. ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა კითხვა აგენტს უნდა დაუსვან, ამიტომ ოფიციალურად "რუბინს" არავითარი ფული არ მიუღია. ასე რომ, შემდეგი გადასვლა ტრადიციულად მაფიურ ნეაპოლში გასაკვირად არ მოჩანს. ძნელად წარმოსადგენია პირობით ინგლისში ფეხბურთელის ყველა უფლება აგენტებისა და კლუბების მეშვეობით ფულის გადახდით გადაეწყვიტათ. თუმცა, ინტერესი "არსენალისა" და "ტოტენჰემისგან" არსებობდა. "ნაპოლიში" მიღწეული გარიგების გამო უკმაყოფილებას ნამდვილად არავინ გამოხატავს.
რეაქცია ტრანსფერზე

საინტერესოა სრაფ ტრანსფერზე სიახლე როგორ აღიქვეს თავად იტალიაში. პრინციპში, საერთო გზავნილი "ზენიტის" ყოფილმა თანამშრომელმა ორესტე ჩიკვინიმ გამოაგზვნა - ახლა ის რუსეთის ბაზარზე მთავარი სპიკერია:

"კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, რომელმაც შესანიშნავი შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით "რუბინში" პირველ სეზონში, მაგრამ მე ეჭვები გამაჩნია. მისი გამოცდა ჩვენს ლიგაშია საჭირო. დიახ, ფიზიკურად ინსინიეს ასლია, მარჯვნივ მოთამაშე ცაციაა. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ იტალიის დონე რუსულისგან განსხვავებულია და აქ უთუოდ გაუჭირდება".

და იცით, რომელია ყველაზე პოპულარული კომენტარი კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის აქტუალურ სიახლეებში? არა ყველაზე პოზიტიური. "ვიღაც სერიოზულად მიიჩნევს, რომ ბიჭი სუსტი რუსეთიდან, სეზონში ორი გოლით, შეძლებს ინსინიეს შეცვლას? ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა!", - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ის იქვე დაამშვიდეს: "ხვიჩა პირველი ოფცია არ იქნება. ლოსანო და ელმასი მარცხნივ ითამაშებენ, ხოლო ხვიჩას დააკვირდებიან. ის ახალგაზრდაა და თეორიულად შეუძლია იტალიაში გაიხსნას".

გადასვლის დეტალები

პორტალი Seria24.it-ი ზოგიერთ ნიუანსს გვიმხელს: იტალიური მხარისგან ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო გახდა. ის აწარმოებდა ქართველი მოთამაშის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას, თვითონ ესაუბრა კვარაცხელიას და დაარწმუნა, რომ მისთვის საუკეთესო "ნაპოლიში" გადასვლა იქნებოდა. პლუს - ბათუმის "დინამოსთვის" იტალიურ კლუბთნ ურთიერთობა კომფორტული იყო, რაც ასევე მისთვის პლუსია. ახლა ხვიჩას ეჭვიც არ ეპარება არჩევანში და საკუთარ თავს მხოლოდ მარადონას სტადიონზე ხედავს.

ზოგიერთი მედიასაშულება კვარაცხელიას თამაშის კოლაჟების ნახვის შემდეგ, დრიბლინგის, სისწრაფისა და თავის გამოჩენის სურვილის გამო უკვე ადარებს მას დიად მარადონას. თუმცა, საკვანძოს ელიან - ინსინიეს ალტერნატივას. იტალიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "ტორონტოში" მიდის, ხვიჩაში კი, სავარაუდოდ, სოლიდურ ფულს იხდიან - არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია 8 მილიონ ევროზე. თუმცა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ფასი სამჯერ მეტი გახლდათ. უცნობია ვინ მიიღებს ამ თანხას და გამოიმუშავებს თუ არა რამეს "რუბინი". ასეა თუ ისე, თავად ხვიჩას იმის დამტკიცება მოუწევს, რომ ასეთი თანხა ტყუილად არ გადაიხადეს. მომთხოვნი იტალიელი გულშემატკივრები კი მისგან კერპს ძალიან მალე ნამდვილად არ შექმნიან".

altსაიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვცხოვრობდი რუსეთში და კარგად ვიცი მაგათი სუსტი წერტილები. კომენტარებში კარგადაა გაშუქებული ყველაფერი. მხოლოდ ერთის დამატება მინდა ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ არაა ფეხბურთი მაგათი საქმე. სსრკ რასაც თამაშობდა სხვადასხვა ქვეყნის (რესპუბლიკების) უკრაინის, საქართველოს ... დამსახურება იყო და მაშინაც მაინდამაინც არ ბრწყინავდნენ. მიხედონ ჰოკეის (ყინულზე, ბალახზე) კანადურ თუ რუსულს. მთავარია საქართველოს შეეშვან და მე მგონი ქართველებიც უნდა შევეშვათ. აგერ თორნიკემ დაწერა ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყოო! სულ მინდა ვკითხო წარმატებული ლიგიდან იქ რატომ გადავიდა და ეხლა ისევ იქ დაბრუნებას აპირებს. ფული?! მოკლედ თვითონ რუსებმა თავისი უტვინობით ყველაფერი დაანგრიეს და ცოტა ხანში ეს უკეთ გამოჩნდება. სპორტში ხომ სიყალბეს ვერ შეეშვნენ, ხოლო ურთიერთობაში ცივილიზირებული ნორმები არ ესმოდათ და გაგებაც არ უნდოდათ. ჩვენ მაგათზე აღმატებული კულტურული ისტორია გვაქვს და ტუზემცებს გვეძახდნენ. ეხლა მაინც მოვუგებთ ნიშანს. საწყალი ერეკლე!
გია
14:31 18-04-2022
3
რა ქნან საცოდავებმა რა გააკომენტარონ აღარ იციან)))
ამოწურეს მამაევზე და ძიუბაზე ყველა თემა..)))
კიმ ჩენინივით პუტინის ბებიას დაბადების დღეს აღნიშნავენ მომდევნო ახალი წლის ნაცვლად ჯობს მაგაზე იმსჯელონ))
შავი კაცი
13:57 18-04-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული