ვაისს, კაშიასა და კანკავას დუბლის შანსი აქვთ - "სლოვანი" თასის ფინალში

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი", სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთის თასის ფინალში გავიდა - ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში "ტრენჩინი" 2:1 დაამარცხა.

კაშია განაცხადშიც არ ყოფილა, კანკავამ კი მოედანზე 90 წუთი გაატარა (გააფრთხილეს). ბრატისლაველებმა საწყის 45 წუთში მეტოქეს 2 გოლი გაუტანეს და რადგან პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, თავიდანვე დიდი უპირატესობაც მოიპოვეს.

დიდი ალბათობით, გადამწყვეტ მატჩში "სლოვანი" "ტრნავას" დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში "სენიცას" დიდი ანგარიშით (3:0) სძლია.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა და დუბლის მოპოვების
შანსი აქვს.

altკაშიასა და კანკავას "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული