Mundo Deportivo: მამარდაშვილი "ვალენსიაში" უკანა კარიდან შევიდა, ახლა კი გუნდის მომავლის ქვაკუთხედია

AutoSharing Option
პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა "მუნდო დეპორტივომ" მეკარე გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა სათაურით - "მამარდაშვილი, "ვალენსიას" მოულოდნელი იმედი".

ის, ვინც ესპანეთის მეხუთე დივიზიონის გოლკიპერი უნდა ყოფილიყო, თუ სიურპრიზად არ მივიჩნევთ, თასის ფინალში სასტარტოში იქნება

"ერთი წლის წინ უკანა კარიდან შესვლის შემდეგ ქართველი გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში "ვალენსიას" მოულოდნელი იმედი გახდა, რომელიც შაბათს "ბეტისის" წინააღმდეგ ითამაშებს.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მანუელ პელეგრინის გუნდის შეტევით სიმძლავრეს ის უნდა აღუდგეს და რაც უნდა მოხდეს, "ღამურების" მომავლის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" გასული წლის
ივნისში მივიდა, მაგრამ ყველაფერი არაგეგმაზომიერად წარიმართა და ლა ლიგის მესამე ტურში ითამაშა. მეხუთე დივიზიონის მეკარე უნდა გამხდარიყო და თუ სიურპრიზად არ მივიჩნევთ, ფინალში სასტარტოში ვიხილავთ.

ის ევროპა ლიგაზე დებიუტის მერე თბილისის "დინამოდან" მილიონ ევროდ შეძენის ოფციით ჩამოვიდა და კლუბმა მასთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ახალგაზრდული გუნდების სოციალურ ქსელში გამოაცხადა.

პირველ სეზონში იასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს შემდეგ მეოთხე მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ კარგად ჩატარებულმა წინასასეზონო პერიოდმა და პრიმერას დასაწყისში სილესენისა და დომენეკის ტრავმებმა მას ძირითად შემადგენლობაში კარი გაუხსნა.

მამარდაშვილი სეზონის სტარტზე კარგად თამაშობდა, მწვრთნელ ბორდალასს თავი მოაწონა, მაგრამ რათა სილესენს ზაფხულში სხვა გუნდი არ მოეძებნა, დაარწმუნა, რომ პირველი ნომერი იქნებოდა და პირობა შეასრულა - მეშვიდე ტურში სასტარტოში დააბრუნა.

"ვალენსიამ" გიორგის კონტრაქტის ფასდაკლებით გამოსყიდვის წესი (850 ათასი ევრო) დეკემბერში გამოიყენა, თუმცა მაშინ არ ათამაშა და თასზე დომენეკს ენდო. სილესენმა ისევ ტრავმა მიიღო და ჩემპიონატზეც ხაუმე ჩააყენა კარში, თუმცა მან სათანადოდ ვერ წარმოაჩინა თავი და "ბილბაოსთან" ნახევარფინალურ შეხვედრაში მწვრთნელმა კვლავ მამარდაშვილს უხმო.

"ბილბაოსთან" გიორგის შესანიშნავმა სეივებმა და ლა ლიგაში კარგმა თამაშმა (ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა), როგორც ჩანს, ბორდალასს გადააწყვეტინა "ვილიარეალთან" განაცხადშიც არ შეეყვანა, რათა შემთხვევით ტრავმა არ მიეღო და ახლა "ვალენსია" ქართველის ხელშია".

მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარამაც რა გააკეთა ყველამ ვნახეთ, დინამოს რუსთავში ჰყავდა განათხოვრებული?! კვარამ კიდევ ბათუმს აშოვნინა ფული და ძალიან სწორადაც მოიქცა, ხომ შეეძლო დინამოში გადასულიყო და მერე წასულიყო ნაპოლში, ადგა და ბათუმში გადავიდა, ანუ იქ, სადაც აფასებენ ფეხბურთს, აკაწკაწოს ახლა კბილები ფიფიამ, დაკარგული მილიონების გამო, ხომ შეეძლო,მინ. 5 მილიონის მოგება ენახა, მაგრამ კვარამ პირში ჩალა გამოავლო.
0
ᲡაᲦოლ სოსო ზედგამოᲭრილი ანდაზაა დინამოზე.კიდე კარგი ბერიᲫე არ არის ფიფიასავიᲗ ფულის მონა და ტალანტებს არ ყიდის Შაურმის ფასად.
რომა
22:25 21-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული