მიქაუტაძემ "სერენს" პლეი-ოფის პირველი მატჩი მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჟუპილერ ლიგაში დასარჩენი პლეი-ოფის პირველ მატჩში „სერენმა“ სტუმრად „მოლენბეკი“ 1:0 დაამარცხა. გოლი 45-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

მიქაუტაძემ ამ სეზონში ჩემპიონატის 29 შეხვედრაში 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 30 აპრილს სერენში გაიმართება და ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში გიორგის გუნდი უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაჰ შენ შემოგევლე, რა ჩასვა ბიჭოს! მიქაუტაძე-ზიბზიბაძე. მგონი მოხსნილია ცენტრფორვარდის პრობლემა ნაკრებში.
24 აპრილი 2022 13:07
0
მიქაუტაძე ძაან კლასნია მაგრამ ჭ კლასის კლუბია სერენი..აქედან გამომდინარე უჭირს რეალიზაცია საკუთარი ნიჭის...
ჯერ გენტი რაა და მერე სერენი კოშმარია ბელგიის ჩემპიონატი..
დარწმუნებული ვარ არცერთ ე-ლიგის კლუბზე უკეთესი არაა ეგ სერენი და საერთოდ კლუბს პროექტი არააქვს და პრაგმატული გეგმა არც მიზანი..
მეცი ავიღოთ თუნდაც ვისი კუთვნილებაცაა ეხლა გიო, მეცი კატასტროფა არაა უბბრალოდ მწვრთნელს ეგონა რომ საკმარისი თავდამსხმელები ყავდა როცა სეზონის დასაწყისში რამდენიმე თამაში გაუვარდათ და ამიტო გაანათხოვრეს გიო..
წარმატებები ჟორჟს ეს ჩავარდნა დროებითია მალე კვარასავეთ აღზევდები და მიიპყრობ ყველას ყურადღებას წარმატებები!!
შავი კაცი
24 აპრილი 2022 02:09
1
მთელი სეზონი რომ შევაფასოდ მე პირადად მეტს ველოდი გიორგისგან თუმცა გუნდი აშკარად არ იყო მზად ბელგის უმაღლესისთვის ერთ ერთ ყველაზე სუსტ გუნდში თამაშობს ბელგის უმაღლეს ლიგის გუნდბთან შედარებით და ამ გუნდში 20-25 გოლის გატანა რთულია მაგრამ მთელი სეზონი რომ შევაფასოდ ნორმალური შედეგია 10 გოლი ჩემპიონატში და 4 თასზე ამ გუნდში ძალიან კარგი შედეგია ჩემი აზრით კი ბევრი კარგი მომენტი გააფუჭაა ამ სეზონში თორემ უფრო მეტი გოლი ექნებოდა მაგრამ ახალგაზრდა აკლია გამოცდილება და კლასი რაც ნელ ნელა დროსთან ერთად მოვა. შემდეგ სეზონში მეცში უწევს დაბრუნება მეცი ძალიან რთულ მდგომარეობაშია ფაქტიურად განწირულია გავარდნისთვის ლიგა1 დან და თუ რაიმე არ შეიცალა შემდეგ სეზონში დიდი ალბათობით მიქაუტაძეს მოუწევს თამაში საფრანგეთის ლიგა 2 ში რადგან როგორც ხდება ხოლმე მეცს ყველა წამყვანი მაღალი კლასის ფეხბურთელი დატოვებს დაქვეითების შემდეგ და გუნდს დასჭირდება შევსება და მიქაუტაძესაც მოუწევს სამწუხაროდ ლიგა 2-ს თამაში თუ ან გუნდი არ შეიცვალა და ვინმემ არ იყიდა ან სერენი გადარჩა გავარდნას და მეცმა სერენში დატოვა რაც ვფიქრობ არ მოხდება.
გიორგი
24 აპრილი 2022 01:14
0
მიქაუტაძე ძალიან მშრომელი მონდომებული და დაუზარელი ფეხბურთელია ძალიან სერიოზულად უდგება თავის კარიერას ტიპიური ქართველი ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ფეხბურთელის მენტალობა არ აქვს მე მისი ინტერვიუები მოსმენილი მაქვს და მასზე მწვრთნელები და თანაგუნდელები მოსაზრებებიც აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ მიქაუტაძეს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი რომ მომავალში მაღალი დონის ფორვარდად ჩამოყალიბდეს ჯერ 21 წლისა ყველაფერი წინ აქვს ეს სეზონი შეიძლება შეფასდეს დამაკმაყოფილებლად პირველად ითამაშა მაღალი დონის ჩემპიონატში (ბელგის ლიგა ტოპ ლიგებიშ შემდეგ ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ლიგა ევროპაში) მიქაუტაძეს აქამდე მხოლოდ ქვედალიგებში და დუბლებში ქონდა ნათამაშები იქ უფრო შედეგიანი იყო წინა წლებში ვიდრე ახლა მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ უმაღლეს ლიგაში მაღალი დონის ჩემპიონატში პირველი სეზონი იყო მისი შედეგები დამაკმაყოფილებელია ჩემი აზრით. ჩემპიონატი თასი 14 გოლი გაიტანა ყველა მატჩი თითქმის ძირითადში ითამაშა და ახლა ამ მატჩშიც მისმა გოლმა ძალიან დიდი შანსი დაუტოვა სერენს რომ დარჩეს უმაღლესში და არ გავარდეს. არ ვიცი შემდეგ სეზონში სად გაგრძელებს კარიერას გიორგი მაგრამ იმედი მაქვს სერენში აღარ დარჩება და გაცილებით უკეთეს გუნდში გადავა რომ უფრო განვითარდეს საფეხბურთო კომპონენტებში მოუმატოს და ნაკრებსაც დაეხმაროს მიქაუტაძე ნამდვილად არ არის დასაკარგი ფეხბურთელი ნაკრებისთვის.
ზაზა
24 აპრილი 2022 01:05
0
შესანიშნავი გოლი იყო. წარმატებები, ჟოღჟ! :) ჟოღჟი, ჩაკვე, კვარა, მამარდა და ა.შ. ქართული ფეხბურთის ახალ ,,ოქროს თაობას'' წარმოადგენენ. რას იტყვით, ბატონებო?
რატი
23 აპრილი 2022 23:45
3
ნამდვილად, დიდი იმედით.
ამ ბვიჭს ეს გოლი ძალიან სჭირდებოდა, ისევე როგორც სერენს!
Irakli
24 აპრილი 2022 01:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული