მიქაუტაძე საფრანგეთში დაბრუნდება? - "მეცი" გავარდნასთან ახლოს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძემ "სერენს" ბელგიის ჩემპიონატში ადგილი შეუნარჩუნა - ორმატჩიან პლეი-ოფში გადამწყვეტი გოლი გაუტანა. გიორგი ამ კლუბის გულშემატკივრებს ძალიან უყვართ, თუმცა, შესაძლოა, ის ფრანგულ "მეცს" დაუბრუნდეს.

ქართველმა ფორვარდმა "ინსტაგრამის" მეშვეობით განცხადება გაავრცელა:

"სერენი ელიტაში დარჩა. მადლობა თქვენი შეტყობინებებისთვის, მადლობა "სერენს" ამ დიდებული ორი სეზონისთვის". თუკი ტექსტს დავაკვირდებით, დიდი შანსია, "ჟორჟი" მართლაც საფრანგეთში ვიხილოთ.

ბელგიურ მედიაში ისედაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სერენი" სტრატეგიის შეცვლას აპირებს და იჯარით აყვანილ მოთამაშეებს ნაკლებად დაეყრდნობა.

მიქაუტაძემ ბელგიური კლუბის რიგებში მიმდინარე სეზონში - 10, სულ კი 32 გოლის
გატანა შეძლო. სამწუხარო ისაა, რომ "მეცი" საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება ქართველი ლეგიონერის კარიერა.

შეგახსენებთ, გიორგის სანაკრებო დებიუტი გასული წელს ჰქონდა და "ჯვაროსნების" რიგებში 7 მატჩში 1 გოლის ავტორია.

altმიქაუტაძემ "სერენს" პლეი-ოფის პირველი მატჩი მოაგებინა [VIDEO]

altმიქაუტაძე პრესინგში გამორჩეულია და გატანის იმედს არ კარგავს

altსანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ მეცი გავარდა დიდი ალბათობით როგორც ხდება ხოლმე თითქმის ყოველთვის ყველა ტოპ ლიგაში გუნდის დაქვეითების შემდეგ ქვედა ლიგაში ყველა წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს და მეცს დასჭირდება შევსება და აუცილებლად დაიბრუნებენ მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2 ნამდვილად არ არის სასურველი ჩემპიონატი მაგრამ ამ ლიგასაც აქვს თავისი პლიუსები პირველ რიგში ის რომ გიორგი აუცილებლად მიიღებს სათამაშო დროს ლიგა 2 ში გაცილებით უკეთესად მოამზადებენ ფიზიკუად და ზოგადად ლიგა 2 ბევრ საშუალო დონის ევროპის ჩემპიონატს ჯობია. თუმცა მე პირადად ვისურვებდი რომ ლიგა 2 ში არ წასულიყო და რომელიმე კარგ ბელგიურ გუნდში გაგრძელებინა კარიერა ან ტოპ ლიგის რომელიმე საშუალო კლუბში.
გიორგი
19:35 03-05-2022
0
საგრანგეთის ლიგა 2, თუ პრაქტიკა ექნა ჯიუპიერლიგას არ ჩამოუვარდება, მარა მთავარია ათამაშონ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული