ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე საფრანგეთში დაბრუნდება? - "მეცი" გავარდნასთან ახლოს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძემ "სერენს" ბელგიის ჩემპიონატში ადგილი შეუნარჩუნა - ორმატჩიან პლეი-ოფში გადამწყვეტი გოლი გაუტანა. გიორგი ამ კლუბის გულშემატკივრებს ძალიან უყვართ, თუმცა, შესაძლოა, ის ფრანგულ "მეცს" დაუბრუნდეს.

ქართველმა ფორვარდმა "ინსტაგრამის" მეშვეობით განცხადება გაავრცელა:

"სერენი ელიტაში დარჩა. მადლობა თქვენი შეტყობინებებისთვის, მადლობა "სერენს" ამ დიდებული ორი სეზონისთვის". თუკი ტექსტს დავაკვირდებით, დიდი შანსია, "ჟორჟი" მართლაც საფრანგეთში ვიხილოთ.

ბელგიურ მედიაში ისედაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სერენი" სტრატეგიის შეცვლას აპირებს და იჯარით აყვანილ მოთამაშეებს ნაკლებად დაეყრდნობა.

მიქაუტაძემ ბელგიური კლუბის რიგებში მიმდინარე სეზონში - 10, სულ კი 32 გოლის
გატანა შეძლო. სამწუხარო ისაა, რომ "მეცი" საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება ქართველი ლეგიონერის კარიერა.

შეგახსენებთ, გიორგის სანაკრებო დებიუტი გასული წელს ჰქონდა და "ჯვაროსნების" რიგებში 7 მატჩში 1 გოლის ავტორია.

altმიქაუტაძემ "სერენს" პლეი-ოფის პირველი მატჩი მოაგებინა [VIDEO]

altმიქაუტაძე პრესინგში გამორჩეულია და გატანის იმედს არ კარგავს

altსანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...