Grande. მამარდაშვილის ოსტატობა ისეთივე მაღალია, როგორც ყაზბეგის მწვერვალი! - ესპანური მედია

AutoSharing Option
ყველა ესპანური სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ "ბილბაოს" "ვალენსიასთან" უნდა გაემარჯვა, მაგრამ ბასკურ გუნდს ამის საშუალება ისევ არ მისცა გიორგი მამარდაშვილმა.

ნამატჩევს "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სინანულით განაცხადა, რომ ბასკმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს არ დაუმსახურებია, სასაცილოდ არ ჰყოფნის და ვერ გაუგია, მათ რატომ არ სჯიან. მან თავის ფეხბურთელებს ქულის მოპოვება მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ მეტოქეს მოგების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ გიორგიმ შესანიშნავი მოქმედებით უპასუხა. რაც შეეხება ტრავმირებულ გაბრიელ პაულისტას, მან სტადიონი ყავარჯნებით დატოვა და ბორდალასმა იმედი გამოთქვა, რომ სერიოზულად არ
დაშავებულა, ვინაიდან სეზონის ბოლოს ეს მათთვის მძიმე დარტყმა იქნება.

"ვალენსიას" მცველმა დიმიტრი ფულკიემ აღიარა, რომ მოპოვებული ქულა მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ამ შეხვედრაში საკვანძო როლი ითამაშა.

"მუნდო დეპორტივო" წერს, რომ გიორგის Grande ასპარეზობით გამხნევებულმა სტუმრებმა რკინის დაცვითი ბარიერი აღმართეს და ქართველმა ინიაკის ორჯერ ნაღდი გოლი არ გაატანინა.

Eldesmarque-მა მატჩის მთავარ გმირად მამარდაშვილი მიიჩნია, რომელმაც კვლავ "დაამუხრუჭა" ბასკები და ევროტურნირზე გასვლის შანსი შეუმცირა.

levante-emv-მ ქართველს ხოტბა შეასხა: "მამარდაშვილი დიადია, როგორც ტაძარი. მისმა სამმა სეივმა "ვალენსიას" ქულა მოუტანა.

გიორგი ისეთივე მაღალია, როგორც მის სამშობლოში, კავკასიონის ქედზე ყაზბეგის (მყინვარწვერი) მწვერვალი (5 033 მეტრი). კამერები ახალგაზრდა გოლკიპერის დიდებულ თამაშს აფიქსირებდნენ, საფინალო სასტვენის შემდეგ ხაუმე დომენეკმა მიულოცა და გადაეხვია. მისმა სამმა კატისებურმა ნახტომმა ინიაკის გატანის საშუალება არ მისცა. ამ ბიჭმა თავისი ხელობა იცის".

გიორგი football-espana-მაც შეაქო: "სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ვალენსია" გმირული თავდადებით გადაარჩინა. პირველ ტაიმში შეცდომები დაუშვა, თუმცა შემდეგ დანაშაული გამოისყიდა; მეტიც, უილიამსს გოლის გატანა რამდენჯერმე არ დაანება".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერ აგიხსნით როგორ ვამაყობთ გიოთი. თვითოეული ქართველი, ოჯახი ნათესავები მეზობლები მეზობლის მეგობრები, თანამშრომლები, მამარდაშვილის ქვეყნიდან ხართო? ყველამ უნდა ვიამაყოთ გიოთი , რომ გიოს ესეთი სახელით მთელი საქართველის ფეხბურთელების და მომავალი მეკარეების გზა იხსნება სრულიად ევროპისაკენ
გიოს ფანი
10 მაისი 2022 10:27
0
სხვა საიტზე ეწერა "წმინდა მამარდაშვილი" დაუძახეს ოესპანელებმა, საქმე იმაშია რომ სტადიონს ქვია "სან მამესი" რომელზეც გოლი არ გაუშვა მამარდაშვილმა და თამაშის მერე დაწერეს "სან მამარდაშვილი" ლა ლიგას ოფიციალურმა ტვიტერმა თან. სან ესპანურად წმინდას ნიშნავს, სან მამესი არის იგივე წმინდა მამაი (წმ. მოწამე მამანტი) რომლის სახელობის ტაძართან ახლოსაც ააშენეს ეს სტადიონი და შემდეგ სტადიონსაც ეწოდა მისი სახელი. ეს სწორედ ის წმ. მამაია რომელიც საქართველოში რატომღაც 10 თეთრიანზეა გამოსახული, ლომებს მიუგდეს საგლეჯად მოედანზე და ცნობილია როგორც ლომების მომთვინიერებელი. ესპანეთში ლამის მოფერებით ეძახიან "სანს" იკერ კასილიასსაც "სან იკერს" ეძახოდნენ. ასე რომ მამარდას წარმატებები, იმედია ისე გააგრძელებს ასპარეზობას რომ გაგვიმართლოს იმედები და რომელიმე სტადიონს მიენიჭება მისი სახელი
Espaneti
09 მაისი 2022 01:20
0
საუკეთესოა ქართველ ფეხბურთელებს შორის და 20 000 000 უკვე ღირს
შოკირებული გულშემატკივარი
08 მაისი 2022 20:57
0
მამარდა, ვგონებ, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელობასაც უმიზნებს, მამენტ...
N
08 მაისი 2022 17:10
0
მესმის ეს ასაკი გამოცდილება და ამბები,მარა თუ სამართლიანობაა ეხლა ივნისში ერთა თასზე მამარდაშვილი უნდა იყოს პირველი მეკარე,კაცს ესე ხშირად ასახელებენ უკვე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, თან სად მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო ლიგაში თუ საუკეთესო არა,და ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იქნება შემთხვევითი,დაფრინავს მასტი.ასე რომ მაგარი არასამართლიანი და არასწორი იქნება ისევ ლორიას(არაფერს ვერჩი)პირველ მეკარედ დატოვება
გიო
08 მაისი 2022 10:34
2
გეთანხმები ძმაო, ეს უკვე განსახილველიც აღარაა
llcl
08 მაისი 2022 14:11
0
შორს მისგან GEORGIAN MENTALITET და უმაღლესი კლასის მეკარე იქნება რამდენიმე სეზონში
ირაკლი ვარძიელი
08 მაისი 2022 10:23
4
სტარტი ძალიან მაგარი გაქვს, უბრალოდ ზღაპრის სცენარს ჰგავს. ამას სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება, რადგან თამასა ძალიან მაღლაა აწეული კიდევ უფრო მეტს მოგთხოვენ გულშემატკივრები.
მეამაყები და გისურვებ გიო წარმატებებს
baggio
08 მაისი 2022 08:11
1
ვისია აქ დისლაიქი?
რატომ?
სხვა აზრი გაქვს? ალბათ ,,უკეთესი,,
გიორგი
08 მაისი 2022 15:22
0
კარგი გვარის კარგი გამგრძელებელი. წარმატებები.
ამო
08 მაისი 2022 00:06
0
მამარდა-მენი. :) წარმატებები!
რატი
07 მაისი 2022 23:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული