ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Grande. მამარდაშვილის ოსტატობა ისეთივე მაღალია, როგორც ყაზბეგის მწვერვალი! - ესპანური მედია

AutoSharing Option
ყველა ესპანური სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ "ბილბაოს" "ვალენსიასთან" უნდა გაემარჯვა, მაგრამ ბასკურ გუნდს ამის საშუალება ისევ არ მისცა გიორგი მამარდაშვილმა.

ნამატჩევს "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სინანულით განაცხადა, რომ ბასკმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს არ დაუმსახურებია, სასაცილოდ არ ჰყოფნის და ვერ გაუგია, მათ რატომ არ სჯიან. მან თავის ფეხბურთელებს ქულის მოპოვება მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ მეტოქეს მოგების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ გიორგიმ შესანიშნავი მოქმედებით უპასუხა. რაც შეეხება ტრავმირებულ გაბრიელ პაულისტას, მან სტადიონი ყავარჯნებით დატოვა და ბორდალასმა იმედი გამოთქვა, რომ სერიოზულად არ
დაშავებულა, ვინაიდან სეზონის ბოლოს ეს მათთვის მძიმე დარტყმა იქნება.

"ვალენსიას" მცველმა დიმიტრი ფულკიემ აღიარა, რომ მოპოვებული ქულა მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ამ შეხვედრაში საკვანძო როლი ითამაშა.

"მუნდო დეპორტივო" წერს, რომ გიორგის Grande ასპარეზობით გამხნევებულმა სტუმრებმა რკინის დაცვითი ბარიერი აღმართეს და ქართველმა ინიაკის ორჯერ ნაღდი გოლი არ გაატანინა.

Eldesmarque-მა მატჩის მთავარ გმირად მამარდაშვილი მიიჩნია, რომელმაც კვლავ "დაამუხრუჭა" ბასკები და ევროტურნირზე გასვლის შანსი შეუმცირა.

levante-emv-მ ქართველს ხოტბა შეასხა: "მამარდაშვილი დიადია, როგორც ტაძარი. მისმა სამმა სეივმა "ვალენსიას" ქულა მოუტანა.

გიორგი ისეთივე მაღალია, როგორც მის სამშობლოში, კავკასიონის ქედზე ყაზბეგის (მყინვარწვერი) მწვერვალი (5 033 მეტრი). კამერები ახალგაზრდა გოლკიპერის დიდებულ თამაშს აფიქსირებდნენ, საფინალო სასტვენის შემდეგ ხაუმე დომენეკმა მიულოცა და გადაეხვია. მისმა სამმა კატისებურმა ნახტომმა ინიაკის გატანის საშუალება არ მისცა. ამ ბიჭმა თავისი ხელობა იცის".

გიორგი football-espana-მაც შეაქო: "სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ვალენსია" გმირული თავდადებით გადაარჩინა. პირველ ტაიმში შეცდომები დაუშვა, თუმცა შემდეგ დანაშაული გამოისყიდა; მეტიც, უილიამსს გოლის გატანა რამდენჯერმე არ დაანება".

ასევე დაგაინტერესებთ