ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მამარდაშვილი - გამოუცდელობით, "მშრალი კარით" და ძალიან გაზრდილი სატრანსფერო ფასით

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი ამჟამად ტოპ-ლიგების ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა მათ შორის, ვინც რეგულარულად თამაშობს. 21 წლის ქართველმა "ვალენსიაში" თავი დაიმკვიდრა არა მხოლოდ როგორც მომავლის, არამედ აწმყოს ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ. ლიგაში ნაადრევი რეკორდები ჰქონდათ: ლუის მაქსიმიანოს "გრანადადან" (22 წლის), ლუკა ზიდანს "რაიოდან" (23), უნაი სიმონს "ატლეტიკიდან" და დანი კარდენასს "ლევანტედან" (ორივე 24 წლის).

მამარდაშვილმა 20 მატჩში იასპარეზა და ყველგან 90 წუთს თამაშობდა. მან "ლა ლიგაში"  8 "მშრალი კარი" დააგროვა. ამავდროულად, თასზე ნახევარფინალსა და ფინალში ითამაშა. საერთო ჯამში, გიორგის 19 გოლი აქვს გაშვებული. ამიტომ
მატჩში საშუალოდ 0,95 მიღებული ესპანურ კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზე ამყოფებს ("სევილიელი" ბონო ლიდერობს საშუალოდ 0,8-ით).

სტატისტიკის მიღმა, "მამარდას" თამაში გულშემატკივართა მოწონებას იმსახურებს, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან და სურთ, რომ გუნდში მრავალი წელი დარჩეს. ქართველი კიპერის წყალობით ვალენსიელებმა ქულები მოიპოვეს და თამაშები მოიგეს.

მიუხედავად ამისა, ყოველ თამაშში გიორგის აქვს შეცდომები, რომლებიც ნერვიულობაზე ან ნაკლებთავდაჯერებულობაზე მიუთითებს. ეს დამახასიათებელია ახალგაზრდა ასაკისა და ელიტაში გამოუცდელობისთვის. უკანასკნელ უქმეებზე, "ატლეტიკის" წინააღმდეგ, მას ორი სახიფათო ქმედება ჰქონდა, როდესაც ბურთი ხელიდან გაუვარდა, რამაც მარსელინოს გუნდისთვის სახიფათო შანსები გამოიწვია.

ქართველი კიპერის საბაზრო ღირებულება, Transfermarkt-ის მიხედვით, უკვე აღწევს ხუთ მილიონ ევროს - ზრდა 488,24%-ითაა და მენეჯმენტი უკვე ფიქრობს განიხილოს მისი კონტრაქტის არცთუ ისე შორეულ მომავალში განახლების პერსპექტივა, რათა გაზარდოს ხელშეკრულების შეწყვეტის პუნქტი, რომელიც 20 მილიონი ევროთია განსაზღვრული.

მომზადებულია lasprovincias-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ