ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

AS: "ვალენსიას" ეშინია მამარდაშვილი არ დაკარგოს და გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
As-ი იტყობინება, რომ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" ე.წ. კლაუსულა 20 მილიონი ევროა, მის შესანარჩუნებლად ეს თანხა შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს და "ვალენსიამ" მასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებაზე დაიწყო მოლაპარაკება, რაც კლუბისთვის ზაფხულისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ თავად ქართველს დარჩენა უნდა. გუნდმა ამ სეზონში სახეირო ბევრი ვერაფერი შესთავაზა გულშემატკივრებს, ყოველ შემთხვევაში, ლა ლიგაში და ერთ-ერთი იშვიათი სასიამოვნო მოულოდნელობა ახალგაზრდა მეკარის თამაში გახლდათ.

As-ის ცნობით, გიორგის სამსახურით საზღვარგარეთული კლუბები არიან დაინტერესებულნი, თუმცა "ღამურებში" თავს ბედნიერად გრძნობს,
იქ დიდი ხნით დარჩენას გეგმავს და მოლაპარაკებები წარმატებულად, ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.

მოკლედ, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება რამდენიმე კვირაში დაიდება, კლაუსულა კი 30 მილიონამდე გაიზრდება.