"ქართველმა გიგანტმა სილესენი უშანსოდ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდება" - voetbalprimeur

AutoSharing Option
ნიდერლანდური voetbalprimeur-ი El Desmarque-ს გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ მეკარე იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს.

სილესენი ნებისმიერ შემთხვევაში ერედივიზიაში გადადის, მას ორი ვარიანტი აქვს

"ნიდერლანდების ნაკრების კარის დარაჯი იასპერ სილესენი ერედივიზიაში ბრუნდება. El Desmarque იტყობინება, რომ მომავალ სეზონში პსვ-ში ან "აიაქსში" ითამაშებს.

"ვალენსიაში" სილესენს უკვე შანსის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რამეთუ ქართველი გიგანტის გიორგი მამარდაშვილის დუბლიორი გახდა.

ამჟამად იასპერის გადაბირების უფრო მეტი შესაძლებლობა ეინდჰოვენურ კლუბს აქვს და მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, გოლკიპერს კარგი მოგონებები აკავშირებს "აიაქსთან" და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რას მიედ-მოედებით, აიაქსი ნაკლებია ვალენსიაზე ?
ქიტესა
12:24 15-05-2022
0
მოკლედ ეს რა მაგარი წელია ჰოლანდიის ნაკრების წევრი საქართველოს ნაკრების ნომერ მეორე მეკარემ სკამზე დასვა :)) გიო უნდა იყოს საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე ისე ყველა ნაკრებსაც დაამშვენებდა
გიორგი
22:52 14-05-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული