ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ქართველმა გიგანტმა სილესენი უშანსოდ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდება" - voetbalprimeur

AutoSharing Option
ნიდერლანდური voetbalprimeur-ი El Desmarque-ს გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ მეკარე იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს.

სილესენი ნებისმიერ შემთხვევაში ერედივიზიაში გადადის, მას ორი ვარიანტი აქვს

"ნიდერლანდების ნაკრების კარის დარაჯი იასპერ სილესენი ერედივიზიაში ბრუნდება. El Desmarque იტყობინება, რომ მომავალ სეზონში პსვ-ში ან "აიაქსში" ითამაშებს.

"ვალენსიაში" სილესენს უკვე შანსის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რამეთუ ქართველი გიგანტის გიორგი მამარდაშვილის დუბლიორი გახდა.

ამჟამად იასპერის გადაბირების უფრო მეტი შესაძლებლობა ეინდჰოვენურ კლუბს აქვს და მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, გოლკიპერს კარგი მოგონებები აკავშირებს "აიაქსთან" და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია".

ასევე დაგაინტერესებთ