"ჰამბურგი" პლეი-ოფში - ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგოთა სკამზე

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ჰამბურგმა" პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

რამდენიმე კვირის წინ „ჰამბურგს“ მესამე ადგილზე გასვლის შანსი თითქმის არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და პლეი-ოფში გასასვლელად უკანასკნელ ტურში როსტოკში უმოტივაციო „ჰანზას“ დამარცხება მართებდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ HSV-მ - თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო - 3:2. „ჰამბურგის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კონტრაქტსაც „გენტისგან“ არ გამოისყიდიან, ისევ სათადარიგო იყო.

პლეი-ოფში „ჰამბურგი“ „ჰერტას“ დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 19 მაისს ბერლინში გაიმართება, ხოლო საპასუხო 23 მაისს ჰამბურგში.

დრეზდენის „დინამო“ საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა „აუე“-სთან, სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი დაიკავა და მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანრჩუნებლად პლეი-აუტში ბრძოლა მოუწევს. „დინამოში“ 85-ე წუთამდე ითამაშა გურამ გიორბელიძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე გიოს ადგილას ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი, ახლა ვარჯიშებზე თავი უნდა მოიკლას და დაარწმუნოს მწვრთნელი, რომ ღირსია შეუშვას მინდორზე და იქ დავატრიალებდი ქარიშხალს და ყველას ჩავაჩუმებდი, ეს უნიკალური შანსია მისთვის. მიდი გიო, არაფერი ისეთი არ დამიწერია, რაც არ შეგიძლია. მიდი და დაანთე ცეცხლი.
0
ვფიქრომ ჰამბურგს უნდა ჩაკვეტაძის დატოვება, დანარჩენი კომერციული ეშმაკობაა,ყველაფერი მალე გამოჩნდება.იმედია არ ვცდები.
gia jashi
22:35 15-05-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული