ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაია ქართველების წინააღმდეგ - დაძაბულობა, გაძევება და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა

AutoSharing Option
კვიპროსში ქართველების დაპირისპირება შედგა. თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელი" თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისს" დაუზავდა (1:1), სადაც გიორგი ლორია გამოდის. "ოქრიმ" მოედანზე 90 წუთი გაატარა, ტრავმის შემდეგ ქვილითაიამ (რომელიც სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა) 68-ე წუთიდან ითამაშა, დაუშვილი კი განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება ლორიას (რომელიც ასევე სეზონის რჩეულებში შევიდა) - მეტოქეთა დარტყმის შემდეგ ის თამაშში 8-ჯერ ჩაერთო.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:

"საინტერესო შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა იგრძნობოდა... ჩვენთვის მარტივი არ იყო, ცოტა მოდუნებულად დავიწყეთ, მზად არ
ვიყავით, მაგრამ გოლი გავიტანეთ, სამწუხაროდ, სწრაფად გაათანაბრეს.

წითელი ბარათი იმ ფაზაში მივიღეთ, როდესაც გაცილებით მეტი დაფიქრება გვჭირდებოდა. ერთი თამაში დარჩა, უნდა მოვიგოთ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს...

ყოველთვის არის დაძაბულობა შიგნითაც და გარეთაც. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის და არა ცარიელი ტრიბუნების წინ. როგორც ადრე ვთქვი, შეგვეძლო წარმატებისთვის მიგვეღწია, პასები იქ რომ გაგვეკეთებინა, სადაც საჭირო იყო. ვწუხვართ, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ.

თუ ევროტურნირებზე ვერ გავალთ, ძალიან წარუმატებელი წელი იქნება."

კვიპროსის ჩემპიონი რევაზ ინჯგიას "აპოლონი" გახდა. ბოლო ტურის წინ "ანორთოსისს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეს - "აპოელს" 3 ქულით ჩამორჩება.

altქეცბაიამ გაიმარჯვა, ჩემპიონთა ლიგის შანსი დაიბრუნა, თუმცა...

altქეცბაია: მჯერა, რომ ყველაფერი მაშინ გადაწყდა...

altქეცბაიას ლორიას უთამაშებლობისთვის აკრიტიკებენ - თემურის ურთულესი მისია