meczyki: ეს შოკია - კაკაბაძე შეიძლება ბუნდესლიგის გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
პოლონური meczyki-ს ცნობით, "კრაკოვიას" 26 წლის ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეიძლება კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს.

მოულოდნელი ტრანსფერი ბუნდესლიგაში? "კრაკოვიას" ფეხბურთელი "შტუტგარტის" გზაჯვარედინზე

"ტომაშ ვლოდარჩიკმა შეგვატყობინა, რომ გასულ უქმეებზე "შტუტგარტმა" ოთარ კაკაბაძეს პოტენციური ტრანსფერის თაობაზე მიმართა.

კაკაბაძე "კრაკოვიაში" გასული სეზონის დასაწყისში გადმოვიდა და ექსტრაკლასას 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეძლებს მომავალ სეზონში სტატისტიკური მაჩვენებლის პოლონურ ლიგაში გაუმჯობესებას? შეიძლება ვერ შეძლოს, ვინაიდან მისი სამსახურით "შტუტგარტი" დაინტერესდა.

ეს შოკია. ადრე მას "დალასი" დაუკავშირდა. შესაძლოა, ოთარი გაცილებით უფრო დიდ ჩემპიონატში
ვიხილოთ".

შვაბური გუნდი გასულ სეზონში მე-15 ადგილზე გავიდა, ქვედა დივიზიონში დაქვეითებას გადაურჩა და შემადგენლობის გაძლიერებას საჭიროებს. "შტუტგარტმა" "არსენალიდან" იჯარით აყვანილი ბერძენი მცველის, კონსტანტინოს მავროპანოსის კონტრაქტი 3 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ხოლო მეორე მცველს, ატაკან კარაზორს, ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუგრძელა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აუუ ღმერთმა ქნას რაა აუუ რა მაგარი იქნება ბიჭო. მოდი ერთი თხოვნა მექნება თუ შესაძლებელი იქნება გასაგებია რეიტინგიც ინტერესიც ხალხის მაგრამ ჯერ ცოტა რომ დაწეროთ ამ თემაზე რო დავაცადოთ სიტუაციას რა მოხდება როგორ მოხდება რავი უკვე გათვალვისაც კი მჯერა რა ჩვენ ფეხბურთელებზე და ღმერთმა ქნას იქნება მართლა გადავიდეს და ამიტომ ვაცადოთ ჯერ რა მოვლენებს წესიერად.
T.q
20 მაისი 2022 00:37
5
აუ, ეგ თუ მართლა ასე მოხდა, ძალიან მაგარი იქნება და ჩვენი ნაკრებიც გაძლიერდება. წარმოიდგინეთ: ხვიჩა - იტალიაში, მამარდა - ესპანეთში, კაკაბა და გიორბელიძე - გერმანიაში. პლიუს ამას, აბურჯანია პორტუგალიაშია (ახლოსაა ტოპ 5-თან) და სავარაუდოდ მიქაუტაძეც საფრანგეთში დაბრუნდება. იქნებ ჩაკვესაც რამე ეშველოს და კიტემ უკეთესი ჩემპიონატი მონახოს და მერე მართლა რეალურია რომელიმე დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასვლა (უფრო ევროპაზე მგონია)
fani
19 მაისი 2022 22:17
2
გიორბელიძე არ გავარდება არსად, ავსტრიაში ბრუნდება იჯარითაა მანდ
დემე
22 მაისი 2022 14:20
0
გიორბელიძე გერმანიის მესამე ლიგაში გავარდნასთან ახლოსაა :)
პროფესტო
20 მაისი 2022 18:41
1
უეჭველი გადავა მთავარია ძირითადში ითამაშოს თორე ტყულა მეც ვზივარ სკამზე )
giorgi 12
19 მაისი 2022 21:53
0
ნელნელა ამჩნევენ ჩვენს ბიჭებს, რაღაც კარგი ხდება.
კაი ბიჭები იკრიბებიან ნაკრებშიც.
იქნება აღსდგეს ლაზარე
თენგო
19 მაისი 2022 21:49
0
მიდი ოთარ, მაგრად გამისწორდება
Anti
19 მაისი 2022 21:13
0

სიახლეები პოპულარული