ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავა დანიის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის უკანასკნელ ტურში "კოპენჰაგენმა" საკუთარ მოედანზე "ოლბორგი" 3:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ გახდა ჩემპიონი.

"კოპენჰაგენის" შემადგენლობაში ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ მოიპოვა, რომელმაც ეს მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ხოჭოლავა "კოპენჰაგენში" 2021 წელს "შახტარიდან" გადავიდა და ამ სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირთამდე სავსე "პარკენზე" "კოპენჰაგენს" ჩემპიონის თასი გადასცეს და დიდი ზეიმი გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ