ქეცბაიამ "ნეფთჩის" ფინანსური მოთხოვნები წაუყენა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს და მან განაცხადა, რომ მიუხედავად წარუმატებლობისა, წინ უნდა იარონ. goal.philenews-ის ცნობით, ქეცბაია ამჟამად საქართველოშია და გარკვეული პერიოდი კვიპროსში არ დაბრუნდება. აზერბაიჯანული Sportinfo იტყობინება, რომ "ნიუკასლის" ცოცხალ ლეგენდასთან მოლაპარაკებებს "ნეფთჩი" აწარმოებს და ქართველმა კლუბს მოთხოვნები წაუყენა.

გამოცემის მტკიცებით, "ნეფთჩის" ფანებს არ უნდათ მწვრთნელ სამირ აბასოვს კონტრაქტი გაუგრძელდეს,  ქეცბაიას დანიშვნა კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. თემურმა კლუბის წლიური ბიუჯეტის მინიმუმ 20 მილიონ მანათამდე (11 მილიონი ევრო) გაზრდა მოითხოვა და ეს თანხა იმისათვისაა აუცილებელი, რათა ისეთი გუნდი შექმნან, რომელიც
"ყარაბაღთან" ჩემპიონობისთვის და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას შეძლებს.

ამას გარდა, ქეცბიამ ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 350 ათასი ევრო მოითხოვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კომენტარი სადარი გადაყლაპეტ ..........................
kaka
24 მაისი 2022 14:46
0
ნამდვილი პროფესიონალი ტავის საქმის მცოდნე მიდი ქეც წინ წინ გმერტი გფარავდეს
kaka
24 მაისი 2022 13:40
0
წარმატებები თემოს!
ლაზი აზნარუ არზნევ მუსკია
23 მაისი 2022 22:19
0
11 მილიონი აბდულშაჰილის თავში?
ვააა... ბაქოელებმა თუ მოინდომეს, ოცი ათასად ხუთ ქვილითაიას იყიდიან, მარა უნდათ როო? არადა რას დარბისო იცით? ნამდვილი ანტილოპაა, დაგრეხილი რქებით..
კ ო მ ბ ლ ე
23 მაისი 2022 21:40
49
თბილისის დინამოს ბიუჯეტი არის 2-3 მილიონი დოლარი.
და მერე გიკვირთ რატომ ვერ გადიან ევროტურნირებზე.
ავოე
23 მაისი 2022 20:32
5
ფარერების კლუბს რამდენი აქ ბიუჯეტი დინამოს რო მოუგო 6:1
VAZHA
24 მაისი 2022 06:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული