ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გაფრინდა - მამარდაშვილის "კლაუსულა" 100 მილიონი იქნება!

AutoSharing Option
Eldesmarque Sports COPE Valencia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტყობინება, რომ "ვალენსია" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაუგრძელებს, "კლაუსულას" კი 20 მილიონი ევროდან 100 მილიონამდე გაუზრდის.

გამოცემა წერს, რომ მამარდაშვილი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ახლა კლუბს დაუმუშავებელი ბრილიანტი ჰყავს, ამიტომ გადაწყვიტეს თანამშრომლობის გაგრძელება და კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გაზრდა.

Eldesmarque-ის მტკიცებით, ქართველის სამსახურით რამდენიმე დიდი კლუბი დაინტერესდა, "ვალენსიასთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და "ღამურებს" მისი ცალმრივად ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ