"ნაპოლი" ხვიჩას ივლისში წარადგენს - სავარაუდოდ, "კვარა" ბათუმის "დინამოს" ლიგის საკვალიფიკაციოზე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ნეაპოლური გუნდი ქართველ ფეხბურთელს 8-დან 19 ივლისამდე პერიოდში წარადგენს.

იტალიური გრანდი წინასასეზონო შეკრების გავლას სწორედ ამ დროს დაიწყებს და დე ლაურენტისის სურვილია, რომ ხვიჩა თავიდანვე გუნდთან ერთად იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

ეს სიახლე საეჭვოს ხდის კვარაცხელიას თამაშს ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ 10 მატჩი გამართა და თავი 6 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვიღაც ფეიკი კვარას რომ ლანძღავს, არ გადაურთოთ ბათუმის თამაშზე, ბოღმამ არ გახეთქოს :)))
მორიგი უმაგრესი თამაში კვარა!
Thomas
23:02 25-05-2022
1
მეც დიდი იმედი მქონდა,რომ ბათუმს ლიგაზეც დაეხმარებოდა,მაგრამ მის გარეშეც საკმაოდ გაძლიერებულია ბათუმი,ბევრი ნაკრების კანდიდატი თამაშობს და შარშანდელზე უკეთ გამოიყურება.ბიჭებმა თავდაჯერებულობა შეიძინეს და ეს ბევრს ნიშნავს.რაც მთავარია ნაკრების ამდენ წევრთან ერთობლივად, ამდენი თამაში ჩაატარა და რა თქმა უნდა მათთან შეთამაშებამაც მოიმატა.დარწმუნებული ვარ,ეგეც წაადგება ნაკრებს.უკვე იციან,ვინ როგორ ითამაშებს.ხვიჩას გაყიდვით მიღებული თანხით კი,გუნდის გაძლიერება მოხერხდება და ეს შესაძლოა ამ ზაფხულსვე წაადგეს ბათუმელებს.მანამდე ალბათ შეიგულებენ სასურველ ფეხბურთელს და მოაგვარებენ ტრანსფერის დეტალებს.ნეტავი ჩაკვეც გამოუშვან საქართველოში.დარწმუნებული ვარ,ნახევარ წელიწადში ფეხზეც დადგება და ფორმაშიც.
სოსო
17:26 25-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული