ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სილესენი კვლავ მამარდაშვილის კონკურენტი იქნება? - რა თქვა ნიდერლანდელმა "ვალენსიაში" დარჩენაზე

AutoSharing Option
The Telegraaph-თან საუბარში "ვალენსიასა" და ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

33 წლის კარის დარაჯმა ორაზროვანი კომენტარი გააკეთა. მან არც "მესტალიაზე" დარჩენა გამორიცხა და არც კლუბიდან აბარგება:

"ახალი პრეზიდენტი და მწვრთნელი გვყავს, კლუბთან კი კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს. ძალიან ჩვეულებრივი სიტუაციაა... ახლა ან კლუბთან კონტრაქტი უნდა გავახანგრძლივო ან ახალი გუნდი მოვძებნო", - ამბობს სილესენი.

თავის მხრივ, ესპანური პრესა იუწყება, რომ "ვალენსიას" სილესენის 13 მილიონად გასხვისება სურს, ძირითადი მეკარე კი მამარდაშვილი იქნება.