"ახლა კიდევ სადმე რომ გადავიდეს და არ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად გატყდება..." - "ჩაკვეს" მენეჯერი გიოზე საუბრობს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერმა გოგა გახოკიძემ "პირველი არხის" ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" 22 წლის ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

"ყველამ ვიცით, როგორი ტრავმები გადაიტანა, რამდენი გამოტოვა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითდაჯერების მოსვლა. "ჰამბურგშიც" ისე მოხდა, რომ არ წაუვიდა თუ მწვრთნელმა ცოტა ისეთი თვალით შეხედა, ცოტა ისეთი გასაგებია, მაგრამ მართლა დასანანია, რომ ეგეთ ფეხბურთელს და ასეთ ტალანტს, რომელმაც ერთა ლიგის პირველი გათამაშება ნაკრებს მოაგებინა, ასე დაემართა... აუცილებლად უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს, ესაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. 22 წლისაა, უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე იმუშაოს,
რათა არც ერთი მწვრთნელი და არც გუნდი არ ალაპარაკოს, რომ, ვთქვათ, ვარჯიში ეზარება ან რაღაც მსგავსი. უნდა იმუშაოს ბევრი და ყველაფერი გამოუვა. მას აქვს იმხელა რესურსი, რომ დიდ დონეზე ითამაშოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკრებსაც გამოადგება მომავალში.

"გენტთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს, ტრავმების გამო უხანგრძლივებდნენ... ქეცბაიას კვიპროსში უნდოდა წაეყვანა, ძალიან უნდოდა თან, თუმცა თვითონ წამოვიდა "ანორთოსისიდან". კონკრეტული შემოთავაზება ჯერჯერობით არ არის. ბელგიაში დარჩენაც არ უნდა, რადგან მწვრთნელთან გარკვეული პრობლემები აქვს. იქ იმ სპეციალისტმაც ხელშეკრულება 2 წლით გააგრძელა. თვითონ უნდა იფიქროს, წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს. ახლა კიდევ რომ გადავიდეს სადმე და კიდევ არ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად გატყდება".

კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმაც, გოჩა ჯამარაულმაც:

"საინტერესოა სანიოლის აზრი, გიბრალტართან დააყენა, შემდეგ განაცხადში არ იყო. არ ვიცი, ამ ბიჭს როგორი ხასიათი აქვს. ხომ არ შეეტყო რამე, რომ გამოცვალა ან არ დააყენა. აქ გიბრალტართან ცუდად მართლა არ უთამაშია. ის ჩაკვეტაძე არაა, მაგრამ კარგად ითამაშა. შემდეგ ორი თამაში რომ 18 კაცში ვერ ხვდები, საინტერესოა. ამ მომენტში ჩაკვეტაძემ ხასიათი უნდა გამოაჩინოს. ესაა ფეხბურთის ტრავმა, რომელიც ბევრს გადაუტანია. ევროპა ისეთი რაღაცაა, რომ იქ თუ შენი ხასიათი არ გამოაჩინე, ხელს არავინ ჩაგკიდებს და გათამაშებს. თუ მგელი არ ხარ, ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ გამოვა. საქართველოს ჩემპიონატშიც თამაში უნდა. ვარჯიშზე თუ არ დაიხარჯე, ზოგადად ვამბობ, გიოზე არ ვიძახი, თუ 100%-ით თამაშსა და ვარჯიშზე არ დაიხარჯე, სადაც უნდა იყო, შენ მწვრთნელი არ გათამაშებს. სათამაშო დისციპლინა რა არის, პირველი - მწვრთნელი რასაც დაგავალებს, ჯერ იმას აკეთებ, იმის იქითაც თუ აკეთებ, უკვე ძალიან მაგარი ხარ".

ვლადიმერ გუცაევმაც "ჩაკვეზე" საკუთარი მოსაზრება შემოგვთავაზა:

"თქვენ ევროპაში ითამაშეთ და იცით, რომ ევროპაში თამაში ძალიან ძნელია, მით უმეტეს, იქით, დასავლეთში. რაც უფრო დასავლეთია, მით მეტად სერიოზულია ფეხბურთი. შოთა არველაძემაც ილაპარაკა, თუ როგორ ვარჯიშობენ. შოთას რომ გაუკვირდება ტემპი და ვარჯიშზე დატვირთვები, არ ვიცი. ამიტომ მოინახოს ისეთი გუნდი, თუნდაც თბილისის ან ბათუმის "დინამო", სადაც ითამაშებს, აღიდგენს თავის ყველაფერს, იმიტომ, რომ ეგ რომ ჩვეულ ფორმაში იყოს. ნაკრები როგორი იქნება, აქეთ კვარაცხელია, იქით ჩაკვეტაძე, უკან კარგი ბიჭები არიან, დაცვაში იგივე კაშია, კვირკველია. იმედია, ყველაფერი გამოვა".


მკითხველის კომენტარები / 30 /
ჩაკვეს ყველაფერი წინ აქვს. მჯერა რომ აღიდგენს ფორმას და ისევ ის ძველებური თაბზეხელაღებული ბიჭი იქნება. მთავარია მოინდომოს და არ დანებდეს. მიდი ჩაკვე შეუბერე!!!!!!
ვანჩოპე
11:30 14-06-2022
2
ამ ბიჭს რომ ვგულშემატკივრობ და მინდა დაიბრუნოს 2018 წლის ფორმა, შემართება და ხასიათი, ეგრე არავის. ძალიან, ძალიან ნიჭერია, თუ უკვე მოირჩინა ფიზიკური ტრავმა და მხოლოდ ფსიქოლოგიურზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გადალახოს და მოვიდეს ხოდზე. ჩაკვე, მიდი რა, ძურად მოინდომე, გადალახე ყველაფერი და გაგვახარე.
JABA
12:59 14-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული