"ახლა კიდევ სადმე რომ გადავიდეს და არ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად გატყდება..." - "ჩაკვეს" მენეჯერი გიოზე საუბრობს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერმა გოგა გახოკიძემ "პირველი არხის" ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" 22 წლის ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

"ყველამ ვიცით, როგორი ტრავმები გადაიტანა, რამდენი გამოტოვა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითდაჯერების მოსვლა. "ჰამბურგშიც" ისე მოხდა, რომ არ წაუვიდა თუ მწვრთნელმა ცოტა ისეთი თვალით შეხედა, ცოტა ისეთი გასაგებია, მაგრამ მართლა დასანანია, რომ ეგეთ ფეხბურთელს და ასეთ ტალანტს, რომელმაც ერთა ლიგის პირველი გათამაშება ნაკრებს მოაგებინა, ასე დაემართა... აუცილებლად უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს, ესაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. 22 წლისაა, უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე იმუშაოს,
რათა არც ერთი მწვრთნელი და არც გუნდი არ ალაპარაკოს, რომ, ვთქვათ, ვარჯიში ეზარება ან რაღაც მსგავსი. უნდა იმუშაოს ბევრი და ყველაფერი გამოუვა. მას აქვს იმხელა რესურსი, რომ დიდ დონეზე ითამაშოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკრებსაც გამოადგება მომავალში.

"გენტთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს, ტრავმების გამო უხანგრძლივებდნენ... ქეცბაიას კვიპროსში უნდოდა წაეყვანა, ძალიან უნდოდა თან, თუმცა თვითონ წამოვიდა "ანორთოსისიდან". კონკრეტული შემოთავაზება ჯერჯერობით არ არის. ბელგიაში დარჩენაც არ უნდა, რადგან მწვრთნელთან გარკვეული პრობლემები აქვს. იქ იმ სპეციალისტმაც ხელშეკრულება 2 წლით გააგრძელა. თვითონ უნდა იფიქროს, წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს. ახლა კიდევ რომ გადავიდეს სადმე და კიდევ არ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად გატყდება".

კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმაც, გოჩა ჯამარაულმაც:

"საინტერესოა სანიოლის აზრი, გიბრალტართან დააყენა, შემდეგ განაცხადში არ იყო. არ ვიცი, ამ ბიჭს როგორი ხასიათი აქვს. ხომ არ შეეტყო რამე, რომ გამოცვალა ან არ დააყენა. აქ გიბრალტართან ცუდად მართლა არ უთამაშია. ის ჩაკვეტაძე არაა, მაგრამ კარგად ითამაშა. შემდეგ ორი თამაში რომ 18 კაცში ვერ ხვდები, საინტერესოა. ამ მომენტში ჩაკვეტაძემ ხასიათი უნდა გამოაჩინოს. ესაა ფეხბურთის ტრავმა, რომელიც ბევრს გადაუტანია. ევროპა ისეთი რაღაცაა, რომ იქ თუ შენი ხასიათი არ გამოაჩინე, ხელს არავინ ჩაგკიდებს და გათამაშებს. თუ მგელი არ ხარ, ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ გამოვა. საქართველოს ჩემპიონატშიც თამაში უნდა. ვარჯიშზე თუ არ დაიხარჯე, ზოგადად ვამბობ, გიოზე არ ვიძახი, თუ 100%-ით თამაშსა და ვარჯიშზე არ დაიხარჯე, სადაც უნდა იყო, შენ მწვრთნელი არ გათამაშებს. სათამაშო დისციპლინა რა არის, პირველი - მწვრთნელი რასაც დაგავალებს, ჯერ იმას აკეთებ, იმის იქითაც თუ აკეთებ, უკვე ძალიან მაგარი ხარ".

ვლადიმერ გუცაევმაც "ჩაკვეზე" საკუთარი მოსაზრება შემოგვთავაზა:

"თქვენ ევროპაში ითამაშეთ და იცით, რომ ევროპაში თამაში ძალიან ძნელია, მით უმეტეს, იქით, დასავლეთში. რაც უფრო დასავლეთია, მით მეტად სერიოზულია ფეხბურთი. შოთა არველაძემაც ილაპარაკა, თუ როგორ ვარჯიშობენ. შოთას რომ გაუკვირდება ტემპი და ვარჯიშზე დატვირთვები, არ ვიცი. ამიტომ მოინახოს ისეთი გუნდი, თუნდაც თბილისის ან ბათუმის "დინამო", სადაც ითამაშებს, აღიდგენს თავის ყველაფერს, იმიტომ, რომ ეგ რომ ჩვეულ ფორმაში იყოს. ნაკრები როგორი იქნება, აქეთ კვარაცხელია, იქით ჩაკვეტაძე, უკან კარგი ბიჭები არიან, დაცვაში იგივე კაშია, კვირკველია. იმედია, ყველაფერი გამოვა".


მკითხველის კომენტარები / 30 /
აღარ უნდა ამდენი ფიქრი რაც დრო გადის ჩაკვეტაძისთვის მით უარესი,ევროპაში ამხელა ტრამვის მერე ფეხბურთელს არ აიყვანენ,ამიტომ სასწრაფოდ თბილისის დინამოში გადასვლა იქნება მისთვის ძალიან სარგებელის მომტანი და ძველი ჩაკვეტაძე გახდება დინამოში აუცილებლად, აგერ კვარაცხელიას მაგალითი,კვარას საქართველოში თამაშით ფორმა არ დაუკარგავს, პირიქით სილაღე დაიბრუნა და ზოგ რაღაცეებში საგრძნობლად მოუმატა, ბოლობოლო აქედან წავიდა ნაპოლში.ჩაკვეტაძეს ჭირდება ასევე გვერდში მდგომი ისეთი აგენტი ვინც მისთვის სასარგებლო რჩევების მიმცემი იქნება, დღეს კი ასეთი ადამიანები მის გვერდით არ არიან.ჩაკვეტაძე ძალიან ჭირდება ქართულ ფეხბურთს ვითუმეტეს ანანიძის წასვლის მერე,ამაზე ყველამ უნდა იზრუნოს ერმაც და ბერმაც.
qomagi
15 ივნისი 2022 12:22
0
ზოგად Თუ ᲨევხედავᲗ რᲗულია რასაც ვამბობ მაგრამ Შანსი ქონდა და ხელიდან გაუᲨვა.
ზოგადად Ჩვენ გავხადეᲗ გმირი და მედიამ ერᲗი გოლი გაიტანა ნაკრებᲨი და ამომავალი ვარსკვლავია ...ატყდა ქება დიდება და Შედეგი რა მივიᲦეᲗ...ტრამვებსაც ვაბრალებᲗ მაგრამ კვარაცხელიასაც ქონდა ტრამვები ,მაგრამ მოინდომა და რა დონეზეა ვხედავᲗ...როცა სპორტმენი ასპარეზზე გამოდის არ ᲨეიᲫლება ცამდე აყვანა...ცრიᲗხალდ უნდა მოვექცეᲗ...Ძნელია მაგრამ ᲩაკვეტაᲫე აქ Თუ იᲗამაᲨებს სხვაგნ ვეᲦარ.
მოქალაქე
15 ივნისი 2022 11:07
1
ბათუმში უნდა წავიდეს ერთი ან ორი სეზონით, ითამაშებს, ფორმას აღიდგენს, ფიზიკურ კონდიციებს მოუმატებს და მერე მართლა ის ძველი ჩაკვეტაძე დაბრუნდება. საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა არ უნდა იყოს მისთვის ტრაგედია, მითუმეტეს ბათუმის დინამოში. გეგუჩაძის ხელში ათამაშდება.
მერაბი
15 ივნისი 2022 09:43
0
მშობლებმა უნდა მოკიდონ ამ ბიჭს ხელი და კარგი ფსიქოლოგი აუყვანონ, ასევე სჭირდება უმაღლესი დონის ფიზ-მომზადების მწვრთნელი
მამუკა
14 ივნისი 2022 22:31
0
კარგია გული რომ შეგტკივა მაგრამ მშობლებმაც იციან მისი პრობლემები და აქამდე რატომ ვერ მოუგვარეს ვინმემ თუ იცის დაწეროს
მამუკას
15 ივნისი 2022 11:44
0
ვაისმა წაიყვანოს, ხო უყვარდა. ეგ უკეთებდა თამაშებს.
ვვვ
14 ივნისი 2022 16:19
4
ფსიქოოლოგიური პრობლემა აქვს გადასალახი სხვა პრობლემა ამ ბიჭს აე-რააქვს.
წარმატებები ჭანკვეტაძეს.
ქომაგი
14 ივნისი 2022 14:50
3
რომელ ჭანკვეტაძეს ნინელი?DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
123
14 ივნისი 2022 17:15
1
ჩაკვეტაძეა გვარად
სოსო
14 ივნისი 2022 16:50
1
ნაკრებში თუ სადმე გვიჭირს პირველ რიგში შუა ხაზია, მეორე- დარტყმებია სერიოზული პრობლემა, გაიხსენეთ შორიდან დარტყმით რამდენი გოლი გვაქვს გატანილი? უძალიანესად ცოტა, ჩაკვესი ყაზახეთთან და აგერ ხვიჩასი მაკედონიასთან და ერთი ორი ადრეულ წლებში ისიც ხო და არა... ეს ბიჭი თუ დაიკარგა ქართული ფეხბურთისთვის ყველამ( ოჯახმა, ფედერაციამ, სამეგობრო, საფეხბურთო სამყარო)ჩაიხედოს თავში, თუ რამე შეეძლოდ და არ გააკეთეს....ფიქსოლოგია თუ მოტივაცია/განწყობაა გამოსასწორებელი ყველა გვერდში უნდა დაუდგეს....
გუსანი
14 ივნისი 2022 14:18
3
უთამაშებლობა მომავალში ზრდის ტრავმის ალბათობას. ფიზმომზადება მის შემთხვევაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ეტყობა არ ყავს კარგი მრჩეველ-დამრიგებელი.
ანდრი
14 ივნისი 2022 14:12
1
მხოლოდ შრომა, შრომა და კიდევ შრომა დღე დაღამე!!! აი ეს არის ფორმულა!!!
jino
14 ივნისი 2022 13:47
1
Kai fsiqolodi da mwvrtneli unda tavidan ro daawyebion ganvitareba.nichi ki aqvs.droshi miigebs yvelafers tu damjeri iqneba da ar izarmacebs.
Gia
14 ივნისი 2022 13:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული