ბუდუ ზივზივაძე თურქეთის სუპერლიგაში? ქართველ ფორვარდს სერიოზული მსურველი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე მოლაპარაკებებს თურქულ გუნდთან აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ანკარაგუჩუ" იჩენს.

ევროპული გუნდების დაინტერესება ზივზივაძის მიმართ გასაკვირი სულაც არაა, რადგან ბუდუმ გასულ სეზონში უნგრული "უიპეშტის" რიგებში 12 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

წარმატებული სერია გაგრძელდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 3 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბუდუ ზივზივაძემ ქართველი გულშემატკივარი სასიამოვნოდ გააკვირვა. ნადმვილად კარგი ალღოიანი და ჟილკიანი ფორვარდია და მგონია კიდევ უფრო დაიხვეწება მომავალში. წარმატებები მინდა ვუსურვო და მომავალი კლუბის სწორად შერჩევა.
ირაკლი
17:37 15-06-2022
2
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბუდუს მყიდველი გუნდი ნაღდად არ წააგებს, მალე ანკარაზე უკეთესი გუნდიც გამოჩნდება უეჭველი.
0

სიახლეები პოპულარული