IL MATTINO: ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, კვარაცხელიას "სლოვანთან" თამაში ნაკლებად სავარაუდოა

AutoSharing Option
Sofascore-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის ოთხ ტურში საშუალო შეფასება 8.2 ქულა მიიღო (WhoScored-მა 8.42 დაუწერა) და ოთხივე დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეგახსენებთ, მან 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბათუმის "დინამოს" უნდა ხვიჩა გუნდს "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დაეხმაროს. გუშინ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, კვარაცხელია 1-ელ ივლისს ნეაპოლში უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად, მათთან ვერ ითამაშებს.

იტალიური IL
MATTINO-ს ცნობით, ხვიჩას "სლოვანთან" მატჩში მონაწილეობის შანსი მცირეა, ვინაიდან ამის სურვილი "ნაპოლის" არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შურიანები თქვე ვერაგებოოო
დდდდდ
20 ივნისი 2022 08:13
0
მამარდს რომ ადარებთ კვარას ცოტა ადრე ხომ არ არის? ჯერ ნაპოლში დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში,მერე ითამაშოს სტაბილურად იტალიის ჩემპიონატის გრანდებთან და დადოს შედეგი-წინასწარ იმის წერა მომავალ წელს 40 თუ 50 მილინი ეღირებაო არ ღირს.იტალიის ჩემპიონატში თამაში გიბრარტართან, საქართველოს ჩემპიონათში ან კიდევ დაშლილ-დასტრესილ ბულგარეთის ნაკრებთან თამაში არ არის.
კარგით რაააააა
16 ივნისი 2022 11:58
16
ესპანეთთან და შვედეთთანაც შემთხვევით გაუვარდა ხო? მაკედონიასთან? რა გეშველებათ ამდენ არაპროფესიონალს და თანაც დაბოღმილს.
არც იმსახურებს თქვენნაირი გულშემატკივარი მაღალი დონის ფეხბურთელებს.
საკუთარ წარმატებაზე თუ ორიენტირდებით სხვის მიმართ ასეთ ფსკერ კომენტარებს აღარ გააკეთებთ!
!!
16 ივნისი 2022 12:41
0
ბათუმის დინამომ რომ გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე სულ სხვა ღირებულება ექნება ფეხბურთელებს!!
ამ ყველაფრისკენ მიიწევს კლუბი მყარი ნაბიჯებით და მაგის დროც მოვა როცა რეალურ ფასად გაასხვისებს ფეხბურთელებს..
ფიფიამ 1 მილიონად გაყიდა ჩაკვე ნუ დაგავიწყდებათ!!
კვირკველიამ ბათუმის დინამოსთან იმიტო არ გააკეთა ხელშეკრულება რომ არ ისურვა გძელვადიანი კონტრაქტი ამით კლუბი ზარალდება 6 თვიანი ხელშეკრულება მხოლოდ ფეხბურთელის ინტერესებია.. სანამ ეს სისტემა არ მოიშლება და არ დაინერგება სწორი მენეჯმენტი კლუბებს და ფეხბურთელებს შორის(გრძელვადიანი თანამშრომლობა) მოგვიწევს შეგუება იმაზე რომ უტოპიაში ვიქნებით და ე ლიგაში 2 ან მაკსიმიმ 3 კლუბი იქნება შედარებით სტაბილური..
შავი კაცი
16 ივნისი 2022 11:54
0
სკოლები , სკოლები და ისევ სკოლები რეგიონებში და ხელმისაწვდომი რომ იყოს. არიან ამ ქვეყანაში ტალანტები , მაგრამ არ ცხოვრობს ყველა თბილისში და იკარგება ბევრი ნიჭიერი ბავში. რეგიონებში დღესაც არაფერი აქვთ ბავშვებს გასართობი გარდა ქუჩაში ფეხბურთის თამაშისა და კვალიფიციური სკოლები არაა იქ რომ მივიდნენ და ითამაშონ.
ქომაგი
16 ივნისი 2022 11:37
0
გაარყიოს გუნდის მეპატრონემ თავი!! შესთავაზოს ნაპოლის თუკი ხვიჩას მისცემენ საშუალებას ბათუმს დაეხმაროს ნაპოლის აკადემიის გახსნა შეღავათით და ფეხ ურთელების შემთხვევაში ნაპოლის ექნება პრიორიტეტი რაღაცის მოფჯქრება კიდე შეიძლე ა ორმხრივად სასარგებლო რომ გახდეს.
კახა
16 ივნისი 2022 06:42
0
რა ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში ნაპოლიმ აი ბიზნესი... გაისად სხვა გუნდს რო მოუნდეს დაუფასებენ 40 ლიმონს. როგორც მამარდაშვილს ლოკოში ფასი არ ქონდა და ვალენსიამ დაადო გამოსასყიდი იმხელა... ჩვენსას ოქროს არ აქვს ფასი და ბრაზილიელი ერთ დრიბლინგს მისცხებს და პელეს ადრიან რეკლამისთვის... პიარიც ამას ქვია
რონი
15 ივნისი 2022 19:59
1
ხვიჩას დონესთან დაკავშირებით: არაკეთილმოსურნეებს რუსეთის ფედერაციიდან პრივეტები!!! :–)
N
15 ივნისი 2022 19:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული