ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

IL MATTINO: ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, კვარაცხელიას "სლოვანთან" თამაში ნაკლებად სავარაუდოა

AutoSharing Option
Sofascore-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის ოთხ ტურში საშუალო შეფასება 8.2 ქულა მიიღო (WhoScored-მა 8.42 დაუწერა) და ოთხივე დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეგახსენებთ, მან 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბათუმის "დინამოს" უნდა ხვიჩა გუნდს "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დაეხმაროს. გუშინ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, კვარაცხელია 1-ელ ივლისს ნეაპოლში უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად, მათთან ვერ ითამაშებს.

იტალიური IL
MATTINO-ს ცნობით, ხვიჩას "სლოვანთან" მატჩში მონაწილეობის შანსი მცირეა, ვინაიდან ამის სურვილი "ნაპოლის" არ აქვს.