"მისი შეძენა სერია A-ს გუნდებს მისაღებ ფასად შეუძლიათ..." - იტალიური გამოცემა მიქაუტაძეზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ივნისის სანაკრებო შესვენება მორჩა. 4 ტურის შემდეგ იტალიური ilfattoquotidiano გამორჩეულ ფეხბურთელებზე წერს. გთავაზობთ მონაკვეთს ქართველებზე:

"C ლიგაში ერთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც სულ მალე იტალიაში ვნახავთ. საუბარი გვაქვს ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ნაპოლიმ" ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეიძინა. ასევე გამოვარჩევთ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული. მიქაუტაძე კლასიკური, მობილური და ტექნიკური ფორვარდია. ის "მეცში" დაბრუნების შემდეგ დიდად ბედნიერი არ იქნება, მისი შეძენა კი იტალიური სერია A-ს სუსტ გუნდებს (თუნდაც, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან) შეღავათიან ფასად შეუძლიათ" - წერს გამოცემა.

სასიხარულოა, რომ ქართველი
ფეხბურთელების მიმართ წამყვანი ლიგებიდან ნელ-ნელა გაჩნდა ინტერესი. რაც მეტი წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ლიგებში, მით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ნაკრებიც.



მკითხველის კომენტარები / 15 /
წიტაიშვილი იყიდონ თუ ჭკუა აქვთ.
0
_ც_ წიტაიშვილიც. ბევრი სხვა ქართველი კიდე ,,ტოპ-5,,-ში.
100%
16:08 16-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული