"მისი შეძენა სერია A-ს გუნდებს მისაღებ ფასად შეუძლიათ..." - იტალიური გამოცემა მიქაუტაძეზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ივნისის სანაკრებო შესვენება მორჩა. 4 ტურის შემდეგ იტალიური ilfattoquotidiano გამორჩეულ ფეხბურთელებზე წერს. გთავაზობთ მონაკვეთს ქართველებზე:

"C ლიგაში ერთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც სულ მალე იტალიაში ვნახავთ. საუბარი გვაქვს ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ნაპოლიმ" ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეიძინა. ასევე გამოვარჩევთ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული. მიქაუტაძე კლასიკური, მობილური და ტექნიკური ფორვარდია. ის "მეცში" დაბრუნების შემდეგ დიდად ბედნიერი არ იქნება, მისი შეძენა კი იტალიური სერია A-ს სუსტ გუნდებს (თუნდაც, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან) შეღავათიან ფასად შეუძლიათ" - წერს გამოცემა.

სასიხარულოა, რომ ქართველი
ფეხბურთელების მიმართ წამყვანი ლიგებიდან ნელ-ნელა გაჩნდა ინტერესი. რაც მეტი წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ლიგებში, მით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ნაკრებიც.



მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები არ არის მაღალი დონე, მარა ძალიან მაგარია თუ იქ გვეყოლებიან ქართველი ფეხბურთელები.
17
ჩაკვეს უსერიოზულესი ტრამვა ქონდა. ეგეთი ტრამვის მერე ხალხი ფეხბურთს საერთოდ თავს ანებებს. სწორეს შვრება თავს რომ არ იკლავს ვარჯიშით და თამაშით. არააქ ბოლომდე მოშუშებული, როგორც ჩანს, დრო სჭირდება. სამი წელიწადი მაინც. ხოდა, ახალი სეზონიდან ნელნელა ჩადგება ფორმაში და სადღაც გაისად გაზაფხულზე უკვე ძველი გიო უნდა დაბრუნდეს. თუ ტრამვა არ მიიღო, ან ძველი არ გაიმიზეზა რა თქმა უნდა. ასე რომ, წესით უნდა ათამაშდეს. დინამო მაგისთვის ეხლა ზედგამოჭრილია კაკ რაზ. უფრო მიხედავს ჯანმრთელობასაც და ფიზიკასაც.
ლევან მაღლაკელიძე
22:51 16-06-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული