"ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით გაუშვებენ" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
"ჰამბურგმა" იჯარის წესით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი არ გამოისყიდა და მას "გენტში" დაბრუნება მოუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

demorgen-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძე და ანდერსონ ნიანგბო 1-ელ ივლისს "გენტში" გამოცხადდებიან, მაგრამ მათი კვლავ იჯარით გაშვების ალბათობა მაღალია.

voetbalkrant-ის ცნობით, "გენტს" ჯერ კიდევ აქვს სამუშაო მომსვლელი და წამსვლელი ფეხბურთელების მხრივ. ნიანგბოს და ჩაკვეტაძის დაბრუნება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა მათ და ოსმან ბუკარის, სავარაუდოდ, ისევ სხვა გუნდებში გაუშვებენ.

მოკლედ, ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით მოუწევს წასვლა, გასარკვევი მხოლოდ ისაა - სად.

მკითხველის კომენტარები / 21 /
დატანჯეს ეს ბიჭი, მაგრად დატანჯეს და თან დაჩაგრეს რაა.. „ლამაო ზოიაც“ ეგრე იყო, ხან სად მიდიოდა იჯარით და ხან სად, ბოლოს პატარა ,აყუთი მოაგროვა, საოჯახო სასტუმრო დაითრია და მას მერე არსად აღარ გაუდგავს ფეხი..
შენი იმედი გვაქვს გიოოო! ირბინე და ამასობაში მყიდველიც გამოჩნდება, რეალური მყიდველი, თორე სიაბანდებს რა დალევს ამ ქვეყნად..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18:29 17-06-2022
2
ფწხბურთელი, რომელიც ვერც ერთ კლუბს ვერ მოერგო, მწვრთნელმა სიზარმაცისთვის გააკრიტიკა და აგენტმა მასზე უარი თქვა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ შეავსებს მუდამ პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელების გრძელ სიას
ლევანი
13:56 17-06-2022
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული