ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით გაუშვებენ" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
"ჰამბურგმა" იჯარის წესით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი არ გამოისყიდა და მას "გენტში" დაბრუნება მოუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

demorgen-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძე და ანდერსონ ნიანგბო 1-ელ ივლისს "გენტში" გამოცხადდებიან, მაგრამ მათი კვლავ იჯარით გაშვების ალბათობა მაღალია.

voetbalkrant-ის ცნობით, "გენტს" ჯერ კიდევ აქვს სამუშაო მომსვლელი და წამსვლელი ფეხბურთელების მხრივ. ნიანგბოს და ჩაკვეტაძის დაბრუნება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა მათ და ოსმან ბუკარის, სავარაუდოდ, ისევ სხვა გუნდებში გაუშვებენ.

მოკლედ, ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით მოუწევს წასვლა, გასარკვევი მხოლოდ ისაა - სად.

ასევე დაგაინტერესებთ