როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ეკატენიბურგულ კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხა, თუმცა უკრაინაიში ომის დაწყების შემდეგ მან Fifa-ს ახალი კანონით ისარგებლა და გუნდიდან წავიდა ისე, რომ 1 მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული.
წულუკიძე კვლავ "საბურთალოში" დაბრუნდა, სადაც 3 ივნისს ჩაატარა, ახლა კი რუსულ კლუბს დაუბრუნდა.
ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლავთ, სადაც 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ყველა ცდილობდა ხვიჩას დამცირებას თავისი გამოსვლებით და მერე რა საზიზღარი კომენტარები მიდიოდა.
მაგათმა აგენტმა ისიც თქვა, რომ ჩვენ არ ვიცით რატომ აგვიანდება ხვიჩას, იქნებ დიდი ტრანსფერი იჩარხებაო და მოუწოდა წამყვანებს თავი შეეკავებინათ მისი ლანძღვისგან.
ახლა ეგ ბიჭი ისევ რუსეთში დაბრუნდა, ომი დამთავრდა და რუსეთი გამოსწორდა თუ რა?
თავის კარიერას როგორც უნდა ისე წაიყვანს ყველა, უბრალოდ ერთის შექების ხარჯზე მეორეს დაკნინება რატომ უნდა დაეწყო ხალხს, მითუმეტეს ყველაზე ნიჭიერის?
ხო გამოჩნდა რისთვისაც აგვიანდებოდა ხვიჩას წამოსვლა. ისე წარმოაჩინეს, ვითომ ვინც ადრე წამოვიდა ის უკეთესი პატრიოტი იყო.
ხვიჩა წამოვიდა სამუდამოდ და არც არასოდეს ნდომია იქ ყოფნა, აი ამათ კი ისევ მისაბრუნებელი გაუხდათ უკან.
სამწუხაროა ძალიან.