კვარაცხელია და "ნაპოლი" - როდის ველით ხვიჩას დებიუტს და რამდენ მატჩს გამართავს ის შემოდგომაზე?

AutoSharing Option
ჩვენი გულშემატკივრების განსაკუთრებული ინტერესი ახლა ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" მისამართით იქნება. 21 წლის ქართველ გარემარბს, რომელიც კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სავარაუდოდ, 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ჯერ აკლიმატიზაცია ექნება გასავლელი და მორალური მხარდაჭერა აუცილებელია.

როდის გაემგზავრება ხვიჩა?

"კვარას" ახალი და დატვირთული სეზონის წინ დაახლოებით ერთთვიანი დასვენება მოუწევს. უკანასკნელი შეხვედრა მან 12 ივნისს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ (90 წუთი) ჩაატარა.

8 ივლისს, შეკრების დაწყების დროს, ხვიჩა უკვე კლუბთან ერთად იქნება. ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მრავალსაათიანი და რთული ვარჯიშების შესახებ ცნობილია, მაგრამ რა
თქმა უნდა, შეკრების დასაწყისში ასე არ იქნება.

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მოლდოვის ნაკრების დამრიგებელი რობერტო ბორდინი ამბობს:

"კვარაცხელიას ჯერ იტალიურ ლიგასა და ახალ რეალობაში თავის დამკვიდრება მოუწევს. ნეაპოლელი გულშემატკივრები ყოველთვის აგრძნობინებენ ფეხბურთელებს სითბოს, რაც გიბიძგებს, რომ უფრო მეტად გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები. ამასთან ერთად, მას ადაპტაციისთვის დრო უნდა მიეცეს."

რა გუნდია "ნაპოლი"?

ფეხბურთის ფართო გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ნეაპოლურ კლუბში "ფეხბურთის ღმერთი" დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა (1984-91 წლებში). "ნაპოლის" საკმაოდ ბევრი ტიტული დაუგროვდა - 2 სკუდეტო (ჩემპიონობა), იტალიის თასის 4 ტიტული, უეფასა და ინტერტოტოს თასი.

სტადიონი ამჟამად სწორედ მარადონას სახელს ატარებს და მასზე 54 ათასზე ცოტა მეტი გულშემატკივარი ეტევა, ეს კი დაახლოებით ის რაოდენობაა, როგორიც "დინამო არენაზეა". აქაური გულშემატკივრების აქტიურობა ცნობილია და ისინი ამით იტალიაში გამოირჩევიან.

უკანასკნელ სეზონში სპალეტის გუნდმა სერია "ა"-ში მესამე ადგილი დაიკავა და "იუვენტუსი" 9 ქულით ჩამორჩა.

Sportall.Ge

უახლესი ამბები

"ნაპოლის" ამხანაგური მატჩები ჯერ არ დაუგეგმავს და არც სატრანსფერო პოლიტიკა დაუსრულებია. რაც ვიცით, ისაა, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ლორენცო ინსინიე "ტორონტოში" გადავა, მისი ადგილის დაკავებას კი კვარაცხელია შეეცდება. აქტიურად იწერება კიდევ ერთი გარემარბის შესახებ - "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "უდინეზეს" წევრი, 28 წლის ჟერარ დეულეფეუ ნეაპოლში უნდა გადაბარგდეს. შეგახსენებთ, გუნდში კიდევ ერთი ფლანგელი, მექსიკელი ირვინგ ლოსანოა.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, სპალეტი აქცენტს ფლანგურ შეტევებზე გააკეთებს, რაც თავის მხრივ, მეტ სივრცეებს გაუხსნის 23 წლის ნიგერიელ ფორვარდ ვიკტორ ოსიმჰენს, რომელიც ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. ვიკტორმა ივნისის სანაკრებო მატჩებში 5 გოლი გაიტანა. მას "ნაპოლიში" 2 სეზონის განმავლობაში 24 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს, ერთხელ კი მოედნიდან გააძევეს კიდეც.

"ნაპოლის" დიდი გეგმები

მუნდიალის ზამთარში გამართვის გამო ქვეყნის ჩემპიონატებში კალენდარი გარკვეულწილად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრები ტურნირზე არ იქნება, ცვლილებები აქაც იქნება. უკვე ცნობილია, რომ სერია "ა" 13 აგვისტოს დაიწყება და კვარაცხელიას დებიუტს სწორედ აქ ველით. კალენდარი ჯერ ცნობილი არაა.

კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გამო იტალიის მთავარი ლიგა 13 ნოემბერს შეწყდება და სავარაუდოდ, 2023 წლის 4 იანვარს განახლდება. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ფორუმში არ მონაწილეობენ, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას, მზადების განსხვავებული გეგმა ექნებათ და სავარაუდოდ, მუნდიალის დროს ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებენ.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და ამისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება არ დასჭირდება. უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე სიახლე ის იქნება, რომ ოქტომბერში 3 ტური გაიმართება, რაც საშუალებას იძლევა, ჯგუფური ეტაპი 2 ნოემბერს დასრულდეს და ფეხბურთელები იმ ნაკრებებს შეუერთდნენ, რომლებიც კატარისთვის მოემზადებიან.

Sportall.Ge

ხვიჩა და ნაკრები

ამ დატვირთულ საკლუბო პერიოდში საქართველოს ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს, რითაც "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. 23 და 26 სექტემბერს (ჩრდ. მაკედონიასთან და გიბრალტართან) დაპირისპირებებში ვილი სანიოლს ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დასჭირდება. "კვარა" ამ დროს კლუბში უკვე ბოლომდე ადაპტირებული და კარგ ფორმაში მყოფი უნდა იყოს.

ახლა მთელი ქვეყანა ხვიჩას ვგულშემატკივრობთ - მან დიდი ფეხბურთი ასეთივე კლუბში უნდა ითამაშოს!

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" 3 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

altამ სპორტშიც ძალიან მაგარია - ნახეთ, როგორ თამაშობს კვარაცხელია კალათბურთს [VIDEO]

alt"ეს ნეაპოლში გამოგადგება" - Youtube-ერმა კვარაცხელიას საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
მართლა ერთი სული მაქვს, სერია ა როდის დაიწყება.
ცრემლები მადგება ხალხო ამ ბიჭს რომ ვუყურებ.
შენ შემოგევლე ხვიჩა.
აბა შენ იცი...
გენაცვალეეეეე!!!
ლევანი
22 ივნისი 2022 15:31
0
წარმატებები ხვიჩას, მავნებლებისა და სექტანტების გულის გასახეთქად!!!!!!!!!!!!!!!!!!
მამუკა
22 ივნისი 2022 10:52
0
რატომაც არა მაგალითად გიბლანტართან შეიძლება კვარას დასვენება
პაატა
21 ივნისი 2022 23:24
0
იმედია ენის სწავლა უკვე დაიწყო, მთავარია გასახდელს შეეწყოს და დაძაბულობა არ ჰქონდეს, დანარჩენი უკვე დროის ამბავია, გამოწვრთნიან
მამუკა
21 ივნისი 2022 22:57
0
დინამოს ვერ დაეხმარება ანუ პირველ შეხვედრაში?
qomagi
21 ივნისი 2022 22:48
0
აბა ხვიჩა შენ შემოგევლე, შენ იცი და არ გეშლება! გააგრძელე ჩვეულებრივად და დღითიდღე ერთი აგური დაადე შენს ნაშრომს! ჩვენი ,,ხვირჩალი" ბიჭი ხარ და გვეიმედები მთელ საქართველოს( ყველა ქვეყანას ჰყავს კვერცხი ადამიანები და მაგათი აზრი გულთან არ მიიტანო). შენი დამსახურება იქნება დიდი ფეხბურთის დაბრუნება საქართველოში! აბა შენ იცი!
დიმო
21 ივნისი 2022 14:52
0
23. ეგ ნომერი თვითონ აირჩია თუ იმათმა გადაწყვიტეს.
-
21 ივნისი 2022 11:57
0
ღმერთმა აარიდოს ტრავმები ამ ბიჭს. ერთი სულიმაქ როდის დაიწყება სერია ა. მშვიდად წყნარად ეიფორიის გარეშე უნდა შეუბეროს
ქართველი
21 ივნისი 2022 11:24
1
მართლაც დატვირთული გრაფიკია, იმედია კარგად შეეჩვევა. სანიოლმა კი იქნებ დაასვენოს
მარეკ ჰამშიკი
21 ივნისი 2022 11:23
26
რა, ნაკრებში არ ათამაშოს?
ირაკლი
21 ივნისი 2022 11:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული