"გატუზომ დამირეკა და მითხრა, რომ..." - მამარდაშვილი ახალ მწვრთნელთან კომუნიკაციასა და თავის მომავალზე საუბრობს

AutoSharing Option
გადაცემის "სპორტი იმედზე" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახლდათ, რომელმაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"პირველი 6 თამაში ვითამაშე და მას შემდეგ, რაც სათადარიგოთა სკამზე დამსვეს, მეკარეების მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ არა უშავს, კიდევ მოგეცემა შანსიო. ძალიან კარგი კაცია... მწვრთნელიცაა, ფსიქოლოგიცაა. ძალიან ვაფასებ და ძალიან დამეხმარა...

პრობლემა მქონდა, უნდა ავსულიყავი იმ დონეზე, რომ ისევ ძირითადი მეკარე გავმხდარიყავი. პირველი 6 თამაში ჩავატარე, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ ვიყავი იმ დონეზე მზად, რათა ასეთი დონის ჩემპიონატში მეასპარეზა.

საწყისი 3-4 თამაში მატჩი
ჩავატარე ისე, რომ მოტივაცია მქონდა დიდი, მაგრამ არ ვიცოდი, სიტყვაზე, როგორ შემენახა ძალები 3-4 დღეში, რომ არის მომდევნო თამაში, მოემზადო შემდეგი მატჩებისთვის.

"რეალთან" გვქონდა შეხვედრა და 2 დღეში ვეთამაშეთ "სევილიას" და ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი მზად. მერე ეგეც ვისწავლე და ფიზიკურადაც უფრო მოვუმატე...

გატუზომ დამირეკა და მითხრა, რომ წინა წელს თქვენ სხვა ტაქტიკას, გრძელ პასებს თამაშობდით, ახლა კი მოკლე გადაცემებით უნდა იასპარეზოთო. ასევე მითხრა, წინასასეზონო შეკრებაზე რა თამაშები გვექნება და კონკურენცია იქნება ისევ ისე, როგორც იყო წინა წელს. ჯერჯერობით ასეა დაგეგმილი.

სილესენის წასვლა? - არ ვიცი, გუნდშია ჯერ ისევ და ალბათ, ისევ ისე გავაგრძელებთ... ჯერჯერობით "ვალენსიაში" ვრჩები, გუნდთან კონტრაქტი კიდევ 3 წელი მაკავშირებს", - თქვა მამარდაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მამარდას უდიდესი რესპექტი, მაგრამ გატუზოს გადასვლა მაგარი გამიტყდა, მწვრთნელობა არ იცის.
დავით2101
27 ივნისი 2022 22:32
0
გატუზოს მწვრთნელობა არ გაიშვას. ზამთრამდეც ვერ მიაღწევს ისე გაუშვებენ
რონი
22 ივნისი 2022 10:56
3
აი სიტყვაზე,მართლა ეგრე რომც იყოს,რატომ უნდა დაწერილია ასეთი რამ,რატო უნდა გაუტეხო გული ახალგაზრდა კაცს.გამაგიჟებს რა ეს ხალხი.ავადმყოფები ხართ,სულ რაღაც ცუდს ეძებთ,და გსიამოვნებთ მერე ეგ
კახა ქ.
22 ივნისი 2022 07:43
1
აი დალოცვილ კომენტარებზე რო დისლაიქებს წერენ ეგ ხალხი დამანახა ცალი თვალით მეტი არაფერი მინდა
ილიავარ...
22 ივნისი 2022 00:43
3
სანამ ლორია იქნება მანამ ამ ნიჭს შანსი არ აქვს. . .ლორიას უმაფლესი კლასი და სუპერთავდაჯერებულობა ეტყობა. . . ეს ბიჭი გაგორებულ ბურთებზე ძირს წვება და. . . არადა მამენტ შეიძლება სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო. . .ამ ბიჭს ერთი თავით ჯობს ამ კუთხით კუპატაშეც და გუგეშაშვილიც. . . P.S. . . და რამე წესი დავარღვიე?. . . ვიცი მაინც არ გაუშვებთ
Napoleoni
21 ივნისი 2022 22:46
30
Azrze ar xar pexburtis, yvelaze cudi komentaria rac ki odesme wamikitxavs
Gio
23 ივნისი 2022 14:15
0
პირადული გაქვს რამე? აბა ფეხბურთთან შენს ნაწერს საერთო არ აქვს.
napoleon-ს
22 ივნისი 2022 09:49
0
ყველა გამოხმაურება
გიორგი სულ გამარჯვების გზებით გევლოს,ჩვენო მარგალიტო.
ნიკოლოზ ბასილაძე
21 ივნისი 2022 16:46
2
გიოს საკმაოდ კარგი გრძელი პასი აქვს და ახლა თუ მოკლე პასებიც კარგად აითვისა,კიდევ უფრო სრულყოფილი მეკარე გახდება.კარგი იქნება,თუ ხელიდან პასით,ცენტრიდან სწრაფი შეტევის დაწყებასაც აითვისებს.კვარა და ლობჟანიძე, იდეალურად გამოიყენებენ ასეთ პასებს და ალბათ არც ვალენსია იტყვის უარს,თუ ასეთ უნარს გამოავლენს.
სოსო
21 ივნისი 2022 15:15
1
მთელ საქართველოს გვიხარია შენი წარმატებები. ახალ სპორტულ ამბებში სულ ვეძებთ შენზე ინფორმაციას რომ კ არგ ხასიათზე დავდგეთ. არ მოეშვა. ბევრი ვარჯიში და წარმატებებიც მოვა.
Ge ok a
21 ივნისი 2022 14:19
1
წარმატებას გისურვებ!
,,AMPREDUZZO,,
21 ივნისი 2022 13:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული