"ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა... აი, ამიტომ წაიყვანეს ის "ნაპოლიში" - სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ის ჩვენებურს "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა. მან სწორედ მოსკოვური გუნდის საიტს მისცა ინტერვიუ და გთავაზობთ იმ მონაკვეთს, სადაც ის ქართველის შესახებ საუბრობს:

- ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააფორმა. როგორ ფიქრობთ, "ნაპოლი" და სერია A მას ზოგადად უხდება თუ სხვა ჩემპიონატში უნდა წასულიყო?

- ვფიქრობ, რომ ხვიჩა "ნაპოლის" მოერგება. ჯერ ერთი, მას გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კარგად იცნობს და მეორეც, მარცხენა ფრთაზე მათ შემტევი ლორენცო ინსინიე გაუშვეს და მისი შემცვლელი სასწ
რაფოდ ესაჭიროებათ. 

რა თქმა უნდა, მათ ხვიჩას თამაშებს უყურეს და ის სწორედ ამისთვის წაიყვანეს... ადგილი თავისუფალია და ახლა ახალგაზრდა ნიჭიერ კვარაცხელიას შეუძლია სწორედ ინსინიე ჩაანაცვლოს.

ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული... უნდა დაამტკიცოს, რომ კაპიტნის შეცვლა შეუძლია. მჯერა მისი და მგონია, რომ ის ამას მოახერხებს!

- მასთან ურთიერთობას ინარჩუნებთ?

- ბევრ ფეხბურთელთან ვინარჩუნებ ურთიერთობას, მათ შორის, ხვიჩასთან. კარგი ინტერვიუ მქონდა იტალიურ პრესასთან, მკითხეს ხვიჩას დადებითი და უარყოფითი მხარეები. მანამდე მასთან მოკლე საუბარი მქონდა, მორალურად მხარს ვუჭერ.

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძალიან კარგი ადამიანი
სიმართლე
24 ივნისი 2022 11:11
5
სიომინი არის ძალიან კარგი ადამიანი იცი ქართველი ფეხბურთელების ფასი,რაც შეეხება ცუდ ადამიანებს ისინი რუსეთშიდაც არიან და ამერიკაშიდაც,პაკისტანშიდაც, ავსტრიაშიდაც და ნიგერიაშიდაც, სხვათაშორის საქართველოშიდაც არიან ცუდი ადამიანები.წარმატებები კვარას.ნაპოლი,ნაპოლი.
qomagi
24 ივნისი 2022 13:22
3
დავით 67-ს. დავით ხორვატია, შვეიცარია და დანია (ჰა დანია კიდევ შეიძლება ჩაითვალოს) საშუალო სიძლიერის გუნდები არიან? :))) ხორვატია მუნდიალის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი არის, ეხლა ცოტა არასტაბილურად გამოიყურება, მაგრამ ივნისის თამაშებზე A ჯგუფის ყველა ნაკრები მაგ სიტუაციაში იყო. დასკვნა: ან ფეხბურთის აზზრზე არ ხარ, ან უფრო ცუდი, ქართული ფეხბურთი არ გიყვარს და არ გსიამოვნებს ნაკრების წარმატება, კიდევ მაჩანჩალას რომ უწოდებ.
ლევან88
25 ივნისი 2022 01:17
0
კარგი ადამიანი რომ არის გეთანხმები , მაგრამ ქართველი ფეხბურთელების ფასი ვერ გავიგე? ვინმემ ითამაშა ევროპულ ძლიერ ჩემპიონატში? ლოკომოტივის ფეხბურთელებიდან. ხვიჩას დიდი იმედი გვაქვს. ასე რომ ჯერ ჩვენ ფეხბურთელებს არაფერი გამოუვლენიათ. ნაკრებიც ჯერ მაჩანჩალაა. რომ შეხვდება ევროპის საშუალო დონის ნაკრებებს მერე ვილაპარაკოთ. ძლიერ ნაკრებებს არ ვგულისხმობ, ვგილისხმობ დანიის, ხორვატიის , შვეიცარიის და ა.შ
დავით 67
24 ივნისი 2022 18:05
4
რა თქმა უნდა სანიოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქთ ნაკრები ფეხზე დააყენა,მეორე კაცი ვისაც ასევე შეეძლება საქართველოს ნაკრები აათამაშოს სწორედ სიომინია რადგან ქართული ფეხბურთის ქომაგია და ბევრი ქართველი ფეხბურთელი სწორედ მან გახსნა, რადგან კარგად იცის ქართული მენტალიტეტი.
imereli
24 ივნისი 2022 13:29
2
პალიჩი მაგარი კაცია მაგრამ დაბერდსა ნამეტანად და არა მგონია ნაკრების მწვრთნელობა გაქაჩოს ! 10-15-20 წლის წინ უნდა დაენიშნათ ჩვენი ნაკრების მწვრთნელად და მაშინ მართლა იზამდა რამეს
zura222
24 ივნისი 2022 16:00
1
Kაცია სიომინი მას ხოველტვის ხავდა კარტველეი გუნდში და კეც აფასებდა ხველას
Каха
24 ივნისი 2022 15:21
4
შეეშვით ამრუსებს და რუსეთს ომი როარდაწყებულიყო ამზაფხულსაც ვერ წავიდოდა რუბინიდან კვარაცხელიას უბრალოდ უყურებდნენ როგორც ფეხბურთელს არა ფულის შოვნის გზასხედავდნენ მასში. გაიხსენენეთ ბათუმში გადმოსვლამდე მისითამაშები და ეხლა ძაანკაია რაცმოხდა რო დააღწია რუსეთის ჭაობს თავი.
ნიკა
24 ივნისი 2022 12:40
21
და რატო ხედავენ მასში ფულის გაკეთებას მაგაზე არ გიფიქრია?
გიორგი
24 ივნისი 2022 15:38
0
როგორ ვერ ვიტან ვინმე რუსზე რომ იტყვიან, ქართველები უყვარს და კაი კაციაო. ალერგია მაქვს პირდაპირ.
ჯერ ერთი რატომ უნდა უყვარდეს ვინმეს ქართველები ან რუსს ან ამერკელს ან ევროპელს, რაღაც განსაკუთრებული ჯიშია რომ უყვარდეს? მთლიანად ერი თან? ან ეს ზოგადად სიყვარული რას ნიშნავს, რატომ ვითხოვთ ვიღაცეებისგან რომ ვუყვარდეთ? კომპლექსებში ვიხრჩობით და იმიტომ.
რა სჭირს ხვიჩას მხოლოდ იმისთვის შესაყვარელებლი რომ ქართველია, ბიჭი არის უმაღლესი დონის ტოპ ფეხბურთელი და ეს ქართველობა რატომ მივაწეპეთ იმისთვის, რომ ვინმე რუსს უყვარდეს და მერე ის რუსი კარგ კაცად მოვიხსენიოთ?
არავის საქველმოქმედო სიყვარული არ სჭირდება ამ ბიჭს, სიყვარულით არ კეთდება საქმე პროფესიონალურ ფეხბურთში.
ჯერ კიდე პატარა ასაკში შეამჩნიეს მისი ნიჭი, წაიყვანეს და ათამაშეს, იმიტომ რომ მსოფლიო დონის ტალანტი დაინახეს მასში, ქართველების სიყვარულის გამო კი არ წაუყვანიათ.
რისთვის უნდა გადავუხადოთ მადლობა რუს მწვრთნელებს მაინც ვერ ვხვდები...
!!
24 ივნისი 2022 18:44
13
კაი-კაცობას და ზოგადად კარგ ადამიანობას ეროვნება არა აქვს. მაგრამ რახან აქამდე ამას ვერ მიმხვდარხარ, ვერც ამის მერე მიხვდები. და კიდევ ბევრ რამეს ვერ ხვდებით შენნაირები, მაგალითად, უმადურობა რომ კაი-კაცობას ვერ გაშოვნინებს და ა.შ.
!!-ს
24 ივნისი 2022 23:08
1
ისეთ დაბოღმილ კომენტარებს წერ რომ მეეჭვება ვინე გიყვარდეს ან ვინმეს უყვარდე ! რაც შეეხება ქართველებისადმი სიყვარულს პირადად ვიცნობ ისეთ რუსებს და ბელორუსებს ქართვერლებზე რომ აფანატებენ ! 3 წლის წინ ვიყავი ბელორუსიაში და სადაც იგებდნენ რომ ქართველი ვიყავი ზედ მყვებოდნენ რა საქმეზეც ჩავედი 1 დღეში მომიგვარეს ყველაფერი (აქ მარტო პატივისცემა არ იყო "დიქტატორულ" ბელორუსიაში ყველაფერი საათივით მუშაობს) საქმეს1 დღეში კი მოვრჩი მაგრამ მასპინძლებმა არ გამომიშვეს და 5 დღის განმაბლობაში თავი პრეზიდენტი მეგონა ისე მევლებოდნენ ჩემი ქართველობის გამო ! ასე რომ ხალხს სიყვარული და პატივისვემა აახლოვებს და შენნაირები კი აშორებენ @@
zura222
24 ივნისი 2022 21:56
0
ყველა გამოხმაურება
ნაპოლეონ, ეგ ალტ ინფოზე გითხრეს, რომ ვუსაც რუსეთი არ უნდა, პირველი ის გაეგება ფეხქვეშ რუსებსო? და ანტირუსეთუმე ხალის დისკრედიტაციით რუსეთუმეები თავს უკეთ გრძნობთ მონური მენტალობით თუ როგორაა? :დ
რუსეთუმეს!
25 ივნისი 2022 04:14
3
Russia

Rusetshi ramdeni kargi wartveli fexburteli dagupes rom ver gscdnen russets magram siomini martla kargad eqceoda chvenebs





Givi
24 ივნისი 2022 20:49
0
რუსები თუ შემოვიდნენ ანტირუსები ფეხქვეშ დაუწვებით. . . ეს ნაღდია
Napoleoni
25 ივნისი 2022 00:35
18
თქვენნაირი სერგო ორჯონიკიძეები მართლა ფეხქვეშ გაეგებიან რუსებს,როგორც მაშინ (1921)
და ვისაც რუსები არ გვინდა და ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაციას არ ვემხრობით თქვენნაირების დაგეგმილ ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება ან გადახვეწა.
არ გამოვიარეთ უკვე გასულ საუკუნეში მსგავსი თუ რა?
უმრავლესობაში იქნებით და ადვილად მოერევით რუსების ხელით სხვა დანარჩენ ქართველს, ვისაც მონობა არ უნდა.
თქვენთვის ეგ ჩვეულებრივი ამბავია.
დადგებით აქ მერე და რუსებს რომ ქართველები უყვართ იმაზე წერთ ორ მეტრიან კომენტარებს :)))
მეტი რაღა უნდა გააკეთოს ამ რუსმა, კომენტარებიდან ეტყობა, რომ ყველანაირ საწადელს მიღწეული აქვს ქართველების ტვინებში...
ქართველი რომ ქართველს რუსის გამო შეურაცხყოფას მიაყენებს, მეტი რანაირად უნდა მოგიგოს აბა მტერმა?!
!!
25 ივნისი 2022 04:11
2
ქართველები იმიტომ ყავდა რომ "ჯიგრულ პონტში" ატკატები არ ეშლებოდათ,
კოტე
24 ივნისი 2022 16:33
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული